სპექტაკლი

კლინიკური შემთხვევა

დიდი სცენა


დინო ბუცატი 

იტალიურიდან თარგმნა გიორგი ბუხნიკაშვილმა

რეჟისორი - ილია ქორქაშვილი

სცენოგრაფია და კოსტუმების მხატვარი - ლევან კვარაცხელია

კომპოზიტორი - ანა ქორქაშვილი (Sky Collar) 

ვიდეო-პროექცია - დათა დვალიშვილი

პოსტერი / ვიდეო - ლევან კვარაცხელია

ტექნიკური რეჟისორი - თამარ ფრუიძე

 

პერსონაჟები და შემსრულებლები :

ჯოვანი კორტე - ბექა ხაჩიძე 

ფლორა, კორტეს დედა - ქეთი ჩხეიძე 

ანიტა, კორტეს ცოლი - ნატა ბერეჟიანი

ბიანკა, კორტეს შვილი - ანიკო ეზიაშვილი

გლორია, კორტეს მდივანი - ნინო ანანიაშვილი

ლუჩია, მოსამსახურე - ნინო მაჭავარიანი 

ექიმი ლუკა, კორტეს დედის მეგობარი - ალეკო მახარობლიშვილი

ლუიჯი, ოფისის ყოფილი თანამშრომელი - თენგიზ პაპიძე 

სპანა, კორტეს ბიზნეს-პარტნიორი  - პაატა ინაური

პროფესორი შროდერი, კლინიკის დირექტორი - ნინო გაჩეჩილაძე

პროფესორი კლარეტა, კლინიკის დირექტორის მოადგილე - ჯეჯი სხირტლაძე

მთავარი ექიმი, პროფესორი კლარეტას ასისტენტი - ნატალია გაბისონია

კლინიკის თანამშრომლები - ნინი მაჭავარიანი,ელენე ჭავჭავაძე, გიორგი სირბილაძე

უფროსი ექიმი - პაატა ინაური

ექთანი - ანუკი ბუბუტეიშვილი

მასკერინი ,პაციენტი - ნოდარ ძოწენიძე

ავადმყოფი ქალი - ბაია დვალიშვილი

ფერმკრთალი მამაკაცი - შაკო მირიანაშვილი

ჩასუქებული ტიპი, პაციენტი - ზაზა გოგუაძე

უცნობი ქალი - ნინი ნოზაძე

 

სპექტაკლის შესახებ :

ერთ მშვენიერ დღეს, მეწარმე ჯოვანი კორტე  გეგმიური გამოკვლევისთვის  სამედიცინო კლინიკას ეწვევა. თუმცა უბრალო ვიზიტი თანდათან კოშმარად იქცევა — კლინიკის პერსონალი ნაბიჯ-ნაბიჯ ართმევს მას საკუთარ თავზე კონტროლის უნარს და ჩაკეტილ სისტემაში ამწყვდევს.
მთავარი გმირი, რაც უფრო ღრმად შედის სამედიცინო სისტემის წესებსა და პროცედურებში, მით უფრო ბუნდოვანი ხდება ზღვარი ზრუნვასა და ძალადობას შორის. 

ეს ისტორია გვახსენებს, თუ რამდენად მყიფეა ყოველდღიური რეალობა.

სპექტაკლი მოგვითხრობს წარმატების მწვერვალზე მყოფი მეწარმის შესახებ, რომლის ცხოვრება ერთი უმნიშვნელო შემთხვევის შემდეგ რადიკალურად იცვლება. ადამიანი, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ კარგავს კონტროლს საკუთარ ცხოვრებაზე.

 

პრემიერა შედგება 2026 წლის 9 ივნისს
სპექტაკლის ხანგრძლივობა: 160 წუთი, ერთი შესვენებით