სპექტაკლი

გონების თამაშები

დიდი სცენა


სპექტაკლი ორ  მოქმედებად

პიესის ავტორი  - ბასა ჯანიკაშვილი

რეჟისორი - დავით ჭახრაკია

მხატვარი -  მარიკა კვაჭაძე

კომპოზიტორი -  კატო კვარაცხელია

ქორეოგრაფი - გია მარღანია

მუსიკალური გაფორმება - დავით ჭახრაკია

ტექნიკური რეჟისორი - თინათინ სირბილაძე

 

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:          

მალხაზო ქუმსალია — პაატა პაპუაშვილი
ანი სულაძე — ნანკა გვარიშვილი
გია სალაძე — ჯაბა კილაძე
ალბერტ სულაძე — ზაზა გოგუაძე
ჯანგო სულაძე — ეკატერინე მჟავანაძე
სულიკო აბასაშვილი — თამარ ბუხნიკაშვილი
თენგულა ასათიანი — ბესო ბარათაშვილი
ბისმარკ კაპანაძე — ნოდარ დოღონაძე
გოჩა მელია — ლევან ქარჩილაძე

 

„ერთმანეთს ვაქებთ და მერე, ზურგს უკან ვაგინებთ ერთმანეთს, ერთი სული გვაქვს ვინმეს ფეხი დაუცდეს, რომ გადავუაროთ და უკანმოუხედავად გადავთელოთ. ერთმანეთზე ვწერთ პოსტებს, მერე, ფეისბუკზე ერთმანეთს ვბლოკავთ და შეხვედრისას ვითომც არაფერი, კეთილი ნაცნობებივით ერთმანეთს ვესალმებით. ერთმანეთს ვუშლით ნერვს, მაგრამ პირში ერთმანეთს ვუცინით, ერთმანეთი გვძულს და ვამბობთ, რომ ვგიჟდებით ერთმანეთზე, ერთმანეთის გვშურს და არ ვაღიარებთ. გვინდა, რომ ერთმანეთი დავახრჩოთ, გვინდა, რომ ჩვენი ზიზღი გადამდები იყოს და სხვასაც ისე ვძულდეთ, როგორც ერთმანეთი გვძულს. ზიზღში ვეჯიბრებით ერთმანეთს. სამი კაცი ტაშს დაგვიკრავთ და გვგონია, რომ მთელი ქვეყანა ჩვენია. ერთ წრეზე დავრბივართ და გვგონია, რომ მოჯადოებული წრიდან გავაღწევთ. მიუხედავად ყველაფრისა, მინდოდა რომ ამ „საქართველოს“ ნაწილი გავმხდარიყავი და მეთქვა, მეყვირა, რომ საქართველოში იბადებოდნენ და არასდროს წუხდნენ ამაზე.“

 

პრემიერა შედგება 2026 წლის 9 ივლისს
სპექტაკლის ხანგრძლივობა: 110 წუთი, ერთი შესვენებით 
ასაკობრივი შეზღუდვა +12