სპექტაკლი

ჩვენი ქალაქი

დიდი სცენა


თორნტონ უაილდერის პიესის მიხედვით

პიესის ავტორი - ბასა ჯანიკაშვილი

 

რეჟისორი - ნიკა ჩიკვაიძე

სცენოგრაფი - ანანო დოლიძე

კოსტიუმების მხატვარი - ანკა კალატოზიშვილი

ვოკალოს პედაგოგი - ნინო სიხარულიძე

სიმღერების  ავტორები - MAIKERU — მიშა და გიგა ცინცაძეები , ირაკლი გიგაური

ტექნიკური რეჟისორი - ნინო ჟორჟოლიანი

პოსტერის დიზაინი - ივა ქიმერიძე

 

მოქმედი პირები და შემსრულებლები

ნინო მდივანი – ქეთა შათირიშვილი

ნატა ცქიტიშვილი – ანი იმნაძე

პაციენტის დედა – მაია ტატიშვილი

თემურ მდივანი – პაატა პაპუაშვილი

გიორგი მდივანი – ნიკა ჭკადუა / მიკა კოხრეიძე

ვანო ცქიტიშვილი – ნიკა კუჭავა

თამაზ აბასაშვილი – ვალერი კორშია / გია გოგიშვილი

მარიკუნა ცქიტიშვილი – ელენე თავართქილაძე / ნინო ანანიაშვილი

მილიციელი ქალი – ანა გვანცელაძე

დათუნა (10 წლის) – გაბრიელ ჯოჯუა

ქეთათო მდივანი (11 წლის) – თამარ დიაკონიძე / მარიამ გელაშვილი

დათუნა (17 წლის) – ნიკო გოგიჩაიშვილი

გერმანე ესაკია – პაპუნა ირემაძე

მახო რაზმაძე – სანდრო ფოლოდაშვილი

გიორგისა და მარიკუნას მეგობარი – მარიამ ტაბატაძე

გიორგისა და მარიკუნას მეგობარი – ანასტასია ლორთქიფანიძე

გიორგისა და მარიკუნას მეგობარი – ხატია სულაბერიძე

ცირა ზარანდია – ეკა მჟავანაძე

ლიკა ქობულაძე – ლიკა ქობულაძე

მევლუდ ხაბაზი – თემურ კილაძე

ქეთათო მდივანი (20 წლის) – ელენე ჩალაძე / ელენე ჩხაიძე

 

სპექტაკლის შესახებ:

თორნტონ უაილდერის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი — „ჩვენი ქალაქი“ — მაყურებელს 1990-იანი წლების თბილისში აბრუნებს. ეპოქაში, როდესაც ყოველდღიურობა სიდუხჭირის, უშუქობის, გაურკვევლობისა და მუდმივი შიშის ფონზე მიედინება, ადამიანები აგრძელებენ ცხოვრებას: უყვართ, ქმნიან ოჯახებს, ოცნებობენ, კამათობენ და ცდილობენ, შეინარჩუნონ საკუთარი ღირსება.

მდივნებისა და ცქიტიშვილების ოჯახების ისტორიები ერთი ქალაქის, რამდენიმე თაობისა და იმ ადამიანების ამბავია, რომლებიც ხშირად მხოლოდ მაშინ აცნობიერებენ ცხოვრების უბრალო წუთების ფასს, როდესაც მათი უკან დაბრუნება უკვე შეუძლებელია.