სპექტაკლი
მატარებელი ხუთ წუთში გავა
სხვენი
რეზო ნაჭყებია
რეჟისორი მამუკა ტყემალაძე
სცენოგრაფი თამუნა გურგენიძე
მუსიკალური გამოფერმებელი მერი ბეროშვილი
რეჟისორის ასისტენტი ნათელა შალიკაშვილი
მონაწილეობენ:
სოსიკო - ვანო იანტბელიძე
თინა - თეონა ქოქრაშვილი
ირინა იაშვილი - ნინო დუმბაძე
დავით მესხი - ვალერი კორშია
სპექტაკლის შესახებ:
მკერავ თინას თავის მიერ შეკერილი თუ საკაბეებს მორჩენილი ნაკუწებისგან გაწყობილი დროშის იმედი აქვს. ამ დროშამ უნდა დაასახლოს –ბოლოს და ბოლოს ოროთახიან ბინას აღირსოს თინა...
ირინამ ზუსტად არც კი იცის რატომ მიდის იმ სახლში. მას იმედი ამოძრავებს , რაღაც იმედი – თუნდაც ბუნდოვანი
ექიმ დავითს ცოლი მოუკვდა.
მაგრამ . . . როგორ? როგორ შეიძლება მისი ცოლი „აღარ იყოს“?!
მაშ, ეს ალუბალი რატომ აყვავდა ეზოში?!
სოსიკომ იცის, რომ იმ მატარებელს, რომელმაც ოდესღაც გაასწრო ვეღარასოდეს დაეწევა, მაგრამ მისდევს და მისდევს სიზმარსა თუ ცხადში...
„იმედი . . . იგია მთავარი. ოდესღაც როდესაც სიცოცხლე შექმნა უფალმა, იმედიც შექმნა მისთვის და მუდმივ და აუცილებელ საგზლად დაუდგინა. მას აქეთ - “იმედით ცოცხლობს ადამიანი”; არ არსებობენ ისინი უერთმანეთოდ, არიან ერთნი - როგორც კუ და მისი ბაქანი“ .
რეზო ნაჭყებია, დრამატურგი
პრემიერა შედგა 2016 წლის 4 ნოემბერს
ხანგრძლივობა: 65 წუთი
ბილეთის ფასი: 12 ლარი
ფოტო ბექა ჯავახიშვილის