სპექტაკლი

მთის გოლიათები

დიდი სცენა


რეჟისორები -   ენცო  ვეტრანო და სტეფანო რანდიზი
სცენოგრაფია - მარკ ანტონიო ბრანდოლინის
კოსტუმების მხატვარი - ნინო სურგულაძე
მუსიკალური გაფორმება - ენცო  ვეტრანო და სტეფანო რანდიზის
განათების დიზაინი - მაურიციო ვიანის
რეჟისორის თანაშემწე - ნინო ჟორჟოლიანი

 

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
გრაფინიას დასი:

ილზე, გრაფინია - ქეთევან ცხაკია, თამარ ბუხნიკაშვილი
გრაფი, მისი მეუღლე - ნიკა კუჭავა                                   
დიამანტე, მეორე ქალი - ეკა ნიჟარაძე             
კრომო, სახასიათო როლის მსახიობი - დავით დვალიშვილი          
სპიცი, ახალგაზრდა მსახიობი - როლანდ ოქროპირიძე                     
ბატალია, სტატისტი - ონისე ონიანი
კოტრონე, ჯადოქარი - ბესო ბარათაშვილი

ვილა სკალონიას ბინადრები:
ჯუჯა კუაკუეო - ნოდარ დოღონაძე
დუჩო დოჩა - ირაკლი ჩხიკვაძე
ზგრიჩა - ბაია დვალიშვილი                                                
მილორდინო - ნოდარ ძოწენიძე                                       
მარა-მარა, და მადალენა - ირმა ბერიანიძე     
 

მარჯანიშვილის თეატრის და ემილია რომანა  ფონდის ერთობლივი სპექტაკლი               

 

სპექტაკლის შესახებ:

“მთის გიგანტები“  პირანდელოს ალბათ ყველაზე რთული ტექსტია, მისი, როგორც ადამიანის და როგორც ხელოვანის ანდერძი: რადგან უკანასკნელია, რადგან დაუსრულებელია, რადგან იმ საზოგადოებას ეხება რომლისთვისაც თეატრს შეუცვლელი ფუნქცია აქვს, სადაც ხაზი გაესვა ორ ასპექტს: ხელოვნება, როგორც ამაღლებული და წმინდა, ილსეში ხორცშესხმული და მეორე, მოთამაშე და ბუნებრივი კოტრონეს ჯადოსნობით წარმოდგენილი,

მაგრამ ტექსტში არ არის ნამდვილი შინაარსი, არის უბრალოდ ადამიანთა ორ ჯგუფს შორის შეხვედრა, რომლებიც ერთნაირი ხასიათის არიან და განსხვავებული ბედის:  ერთმა გამოსავალი იმაში ნახა, რომ სამყაროსაგან განმარტოვდა და მეორემ კი მისია იტვირთა, პოეზია ხალხთან მიეტანა, მას ვერ უგებენ, რის გამოც ის ხდება ადამიანთა ძალადობის მსხვერპლი. ეს არის სიტყვა ცხოვრებასა და ხელოვნებაზე, რომელიც ყოველთვის იყო პირანდელოს  მსჯელობის მთავარი საგანი: სიცოცხლე მთავრდება, ხელოვნება კი მარადიულია. ეს ნათლად ჩანს ფინალში, საუკუნოვან ზეთისხილის ხეში, რომელი რჩება სცენაზე, როგორც თეატრის სიმბოლო, რომელიც განაგრძობს სიცოცხლეს ილსეს სიკვდილის მიუხედავად.  აქედან გამომდინარე ეჭვი არაა, რომ იყო რისკი ინტელექტუალიზმში გადავარდნის, ამის თავიდან აცილება გადავწყვიტეთ და შევადგინეთ ტექსტი „ბუნებრივი“, „სახალხო“.

 ჩვენთვის ეს კოტრონეს მონათხრობია, რომელმაც მიიღო ილზე და მისი მსახიობები თავის განმარტოებულ თავშესაფარში და ისეთი პერსონაჟები გვყავს როგორც თვითონ კოტრონეა, რომლებიც გარე სამყაროსთან ვერ იგივდებიან და იმ თავშესაფარში კი ახდენენ ოცნებების რეალიზაციას. არაფერია იმაზე ადვილი, ამბობს ის, რომ დაუჯერო შენს წარმოსახვას და ის სინამდვილედ გადააქციო ისევე როგორც ბავშვებს ჩვევიათ ხოლმე, მათ ჯერათ იმის რასაც თამაშობენ და მას აღიქვამენ როგორც სინამდვილეს. ასევე იქვევიან სცენაზე მსახიობები: თავიანთი სხეულით ხორცს ასხამენ ოცნებას და მაყურებელთათვის ხილვადს ხდიან.

რეჟისორები:  ენცო  ვეტრანო      
სტეფანო რანდიზი

პრემიერა შედგება 2016 წლის 6 დეკემბერს
ხანგრძლივობა: 100 წუთი
ბილეთის ფასი: 16/14/12/10/6 ლარი