პერსონალი
გიორგი კავილაძე
რეჟისორი
გიორგი კავილაძე
(რეჟისორი)
თეატრი ჭკვიანი და ლამაზი ქალივიათაა, რაც უფრო მეტ დროსა და ენერგიას უთმობ, სულ უფრო მეტს ითხოვს. არასდროს კმაყოფილდება შენით და მხოლოდ მაშინ გეუბნება უარს, როცა ჩერდები წარმატებით აღტაცებული. ან უკან იხევ შიშისაგან, საკუთარ თავს , რომ ვერ აჯობე... სხვა შემთხვევაში ის არასდროს გაძლევს უფლებას, სხვასთან წახვიდე და ერთადერთი კითხვით მოდის, “ახლა რას ვშვებით?!.”
განათლება
ხელოვნების მაგისტრი
2018-2021 შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამაგისტრო პროგრამა: დრამის რეჟისურა (ლევან წულაძის ჯგუფი)
ხელოვნების ბაკალავრი
2012-2016 შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
დრამის ფაკულტეტი, სპეციალობა: დრამის რეჟისურა (ლევან წულაძის ჯგუფი)
სრული ზოგადი განათლება
2000-2012 თბილისის N174 საჯარო სკოლა
დაიბადა თბილისში 1994 წლის 21 თებერვალს.
განხორციელებული დადგმები:
უშანგი ჩხეიძის სახელობის ზესტაფონის დრამატული თეატრი:
2021- დავით კლდიაშვილი „სამანიშვილის დედინაცვალი“
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში:
2019- ტენესი უილიამსი „ვარდის სვირინგი" (დიდი სცენა)
2018- ჯერომ სელინჯერი "თამაში ჭვავის ყანაში" (მცირე სცენა, სხვენი)
2016-ჰაროლდ პინტერი "საყვარლები" (სადიპლომო სპექტაკლი, ახალი სცენა, სარდაფი)
2015- დავით კლდიაშვილი "დარისსპანის გასაჭირი" (საკურსო სპექტაკლი, მცირე სცენა, სხვენი)
2014- (წინა საკურსო სპექტაკლი, ახალი სცენა, სარდაფი) ბერტოლდ ბრეხტი - "ებრაელი ქალი"
2014- (წინა საკურსო სპექტაკლი, ახალი სცენა, სარდაფი) ჰაინრიხ ბიოლი - "ჩემი ნაღვლიანი სახე"
თეატრალური უნივერსიტეტი :
2013 - ნინო ხარატიშვილის მონაწილეობით , ნაწყვეტები მისივე პიესიდან "ლივ შტაინი"
შესრულებული როლები :
ლევან წულაძე (ახალი სცენა, სარდაფი) "ოთხი ნოველა" (ფისუნია) - ახალშობილი 2013წ
გიორგი აფხაზავა (კამერული თეატრი) უილიამ შექსპირის „ქარიშხალი“ - სტეფანო 2019წ
გახმოვანებული როლები:
გიორგი აფხაზავა (თოჯინური სპექტაკლი, თუმანიშვილის თეატრი)
"დონ კიხოტ ლამანჩელი" - სანჩო პანსა
განხორციელებული ინსცენირებები:
ჯერომ სელინჯერი „თამაში ჭვავის ყანაში“
დავით კლდიაშვილი „სამანიშვილის დედინაცვალი“