პერსონალი
ანი ხიდეშელი
რეჟისორი
ანი ხიდეშელი
(რეჟისორი)
ზუსტად ვიცი რატომ ავირჩიე ეს პროფესია და ეჭვი არასდროს შემიტანია ჩემს გადაწყვეტილებაში. მომწონს ის პროცესი რაც რეპეტიციის, პრემიერის და შემდგომი სპეკტაკლების დროს ხდება. მიყვარს მსახიობების პერსონაჟებად გარდაქმნის ყურება და მომწონს მაყურებლის ენერგეტიკა რომელსაც სპექტაკლის დროს ვგრძნობთ.
ფანტაზია,ადამიანები და ურთიერთობები არის ის მთავარი რის გამოც ამ პროფესიაში ყოფნა ღირს. ალბერტ აინშტაინმა თქვა "ლოგიკა მიგიყვანს A-დან B-მდე. ფანტაზია კი ყველგან წაგიყვანს." სწორედ ფანტაზია გვაძლევს გამოხატვის ხშირად გიჟურ და არარეალურ საშუალებას.
მაყურებელი კი იმას რაც სცენაზე ხდება არსებობის უფლებას და სიცოცხლეს ჩუქნის. ეს არის უწყვეტი ჯაჭვი რომელიც დღემდე თავის სიმაღლეზე ტოვებს თეატრს.
დაიბადა თბილისში 1991 წლის 1 ნოემბერს
2012 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მარჯანიშვილის თეატრში დადგმული სპექტაკლები:
ლეონარდ გერში "თავისუფალი პეპლები"
ერიკ-ემანუელ შმიტი "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი"
მარსელ კარნე "მატყუარები
უილიამ შექსპირი "მაკბეტი"
ჯონ ბოინტონ პრისლი "ინსპექტორი მოვიდა"
რეი კუნი - „ცუდი ბიჭები"
ანა სანაია - "ბატელი"
გორის ერისთავის თეატრი:
რეი კუნი "ლესი"