


პერსონალი
ხათუნა მაისურაძე
მხატვარი
დაბადების ადგილი თბილისი, 1970 წ. 27 სექტემბერი.
1986-1990 წ.წ. სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში;
1990-1996 წ.წ. სწავლობდა ქ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების სახელოსნოში; ამ დროიდანვე აფორმებს ქ. თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტების მიერ შექმნილ სპექტაკლებს: „ლამარა“, „ჰედა გაბლერი“, „ტენტაჟილის სიკვდილი“. (რეჟ. ლ. უმიკაშვილი);
1997 წ. სადიპლომო ნამუშევარი „1001 ღამე“;
1998-2007 წ.წ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, პედაგოგად;
1988 წლიდან მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში:
1992 წ. ამსტერდამი;1992 წ. „ქარვასლა“, თბილისი;
2013 წ. „არტისტერიუმი“, თბილისი; 2018 წ. „ბაია გალერეა“, თბილისი;
2018 წ. საქართველოს ეროვნული გალერეა. თბილისი;
პერსონალური გამოფენები:
2001 წ. „N გალერეა“, თბილისი; 2013 წ. „არტ გალერეა“, ბათუმი; 2019 წ. სასტუმრო „რედისონი“, წინანდალი; (კლასიკური მუსიკის ფესტივალის ფარგლებში);
2002-2004 წ.წ. მუშაობდა ,,ART-იმედ“-ში კოსტიუმების დიზაინერად და ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლების კოსტიუმების მხატვრად.
2006 წლიდან მუშაობს კინოშიც. 2006 წ. „ვირუსი“; რეჟ. ლ. უმიკაშვილი; 2022 წ. „ყინვა და პატარა მოწაფე“; რეჟ. გიორგი ოვაშვილი. 2024 წ. „მიტაცებული სახლი“; რეჟ. ლ. უმიკაშვილი; 2024 წ. „ეს შენი სახლია“; რეჟ. გ. ოვაშვილი. 2022 წლიდან თანამშრომლობს მარჯანიშვილის თეატრთან და ქმნის კოსტიუმებს სპექტაკლებისთვის;
2022წ. „უჩინმაჩინის ქუდი“; 2023 წ. „ვთმაშობთ ვოდევილს“; 2024 წ. „არტისტი“; 2024 წ. „უცნაური მისის სევიჯი“; 2025 წ. „თორმეტი თვე“; (რეჟ. ც. კობიაშვილი);