

პერსონალი
თენგიზ არჩვაძე
1956 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში.
შესრულებული როლები (მოკლედ) :
ნაპოლეონ ჭინჭილეიშვილი - კიტა ბუაჩიძე "მკაცრი ქალიშვილები" რეჟ. თენგიზ კანდინაშვილი
დირექტორი - ალეჰანდრო კასონა “ხეები ზეზეურად კვდებიან" რეჟ. ვერიკო ანჯაფარიძე, თენგიზ კანდინაშვილი
ბარონი - მაქსიმ გორკი “ფსკერზე" რეჟ. ლილი იოსელიანი
ჯეკი - ტომას ბრანდონი “ჩარლის დეიდა" , რეჟ. ანზორ ქუთათელაძე
ჯილბერტ გრიფიტი - თეოდორ დრაიზერი “ამერიკული ტრაგედია" რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე
გრიგი - მიხეილ სებასტიანი “უსახელო ვარსკავლავი" რეჟ. ანზორ ქუთათელაძე
მიხეილ იაროვოი - კონსტანტინე ტრენიოვი “ ლიუბოვ იაროვაია" რეჟ. არჩილ ჩხარტიშვილი
კორნელი - კარელ ჩაპეკი “დედა" რეჟ. მედეა კუჭუხიძე
ველიკატოვი - ალექსანდრე ოსტროვსკი “ტალანტები და თაყვანისმცემლები" რეჟ. დოდო ალექსიძე
ოთარ ნიჟარაძე - გურამ ფანჯიკიძე “თვალი პატიოსანი" რეჟ. ნუგზარ გაჩავა
ალფრედ ილი - ფრიდრიხ დიურენმატი “ მილიარდერის ვიზიტი" რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
სერგო ხავთასი - ალექსანდრე ჩხაიძე “როცა ქალაქს სძინავს" რეჟ. ნუგზარ გაჩავა
მეფე ალექსანდრე - ლევან გოთუა “ გმირთა ვარამი" რეჟ. არჩილ ჩხარტიშვილი
ოთარი - ლაშა თაბუკაშვილი “ძველი ვალსი" რეჟ. მედეა კუჭუხიძე
ავტორი - ილია ჭავჭავაძე ”მგზავრის წერილები”, რეჟისორები თემურ ჩხეიძე, დიმიტრი ხვთისიაშვილი
პრემიები და წოდებები :
საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტი
სახელმწიფო პრემია
რუსთაველის პრემია
2011 წლის 25 იანვარს მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი