პერსონალი

გია მარღანია

ქორეოგრაფი

ცეკვაში ბევრად მეტია სიცოცხლის სიყვარული...

ქორეოგრაფია პლასტიური ხერხებით აზროვნების ნიჭია...

ცეკვა არის „პოზა“ ნებისმიერ დინამიკაში...
 თეატრი არის ადგილი, საიდანაც მაყურებელი შინანაგნი მდგომარეობით შეცვლილი უნდა გადიოდეს ...

 

1979 წელს დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი და ზ.ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასში ჩაირიცხა.

1992 წელს მოსკოვის ხელოვნების საერთაშორისო სახელმწიფო ინსტიტუტი დაამთავრა. ამ პერიოდში მუშაობდა საბალეტო ხელოვნების ვარსკვლავებთან: ა.ლიეპა, ნ.პავლოვა, ლ.სემენიაკა, ი.ლიეპა, ი.პოსოხოვი
 

დადგმული აქვს რამდენიმე საბალეტო სპექტაკლი და საკონცერტო პროგრამა.

ქ. პერმის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში განახორციელა გალა კონცერტი.

                                           

1992 წელს მიენიჭა სერგეი დიაგილევის სახელობის პირველი საერთაშორისო საბალეტო კონკურსის დიპლომანტის საპატიო წოდება,

1992 წლიდან დაინიშნა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარ ქორეოგრაფად, სადაც 16 სპექტაკლი განახორციელა.

 

პარალელურად თბილისის სხვადასხვა თეატრებში მოღვაწეობდა :

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, 
მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, 
სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი,

მოზარდმაყურებელთა თეატრი,

თეატრალური სარდაფი რუსთაველზე, 
ვაკის თეატრალური სარდაფი, 
თითების თეატრი.

 

მარჯანიშვილის თეატრში განხორციელებული სპექტაკლები:

„სოლომონ მორბელაძე“
„38-ე“
„სალომეა“
„მაყურებლისთვის ამის ნახვა აკრძალულია“
„ზაფხულის ღამის სიზმარი“
„ქაქუცა ჩოლოყაშვილი“
„ფერხული“
„ქალი ძაღლით“
„ძალად ექიმი“
„ლუარსაბ თათქარიძე“
”ეუხენა ბალბოა”
"დეკამერონი”
”კაპიტან კორელის მანდოლინა”
"კოტე მარჯანიშვილი"
"როგორც გენებოთ"
"ტარტიუფი"
"მთვრალი ალუბალი"
"საშობაო სიმღერა"
"საწვავი"
"ჯაყო - ხვალ ომი იქნება"
"თამაში მაგიდასთნ"
"თეთრი იასამანი"
"ტოიბელე და მისი დემონი"
"დარისპანის გასაჭირი"
"ჩემი ჰამლეტი"
"დაანებე ჩემს ცოლს თავი"
"შეცდომათა კომედია"
"შეშლილის წერილები"
"შთაგონების რეცეპტი"
"სიყვარულის სუბლიმაცია"
"საყვარლები"
"მოხუცი ქალის ვიზიტი"
"მონტეგები და კაპულეტები"
"დარისპანის გასაჭირი"
"Begalut - უცხოობაში"
"ბაკულას ღორები"

 

 

დამდგმელი ქორეოგრაფის სტატუსით განხორციელებული აქვს 160 სპექტაკლზე მეტი