პერსონალი

ვახტანგ კახიძე

კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი

ვახტანგ კახიძე 
(კომპოზიტორი)
 
ბიოგრაფია
 
ვახტანგ კახიძე დაიბადა თბილისში 1959 წელს მუსიკოსების ოჯახში. მუსიკის სწავლა მან 6 წლის ასაკში დაიწყო, როგორც პიანისტმა. 1975 წელს დაამთავრა თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილება. 1981 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი, ხოლო 1983 წელს ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა. მისი პედაგოგები იყვნენ ცნობილი კომპოზიტორები – ნიკოლაი სიდელნიკოვი (კომპოზიცია), ედისონ დენისოვი (ინსტრუმენტობა) და სხვანი. 
როგორც კომპოზიტორი, ვახტანგ კახიძე მოღვაწეობს სხვადასხვა ჟანრში. მისი ნაწარმოებები შესრულებულია მოსკოვში, პეტერბურგში, პოლონეთში, ბულგარეთში, სლოვაკეთში, რუმინეთში, უნგრეთში, ფინეთში, ბრიტანეთში, საბერძნეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში, თურქეთში, ისრაელში, ინდოეთში, აშშ-სა და იაპონიაში. მას ეკუთვნის მუსიკა 60-ზე მეტი დრამატული სპექტაკლისთვის და 20 კინოფილმისა და ანიმაციური ფილმისთვის. აგრეთვე იგი მრავალი ჯაზური კომპოზიციისა და საესტრადო სიმღერის ავტორია.
1988-89 წლებში ვახტანგ კახიძე ეუფლებოდა სადირიჟორო ხელოვნებას მამის, მსოფლიოში სახელგანთქმული დირიჟორის – ჯანსუღ კახიძის ხელმძღვანელობით. 1989 წელს დაიწყო მოღვაწეობა, როგორც დირიჟორმა – მისი დებიუტი შედგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც იგი დირიჟორობდა საკუთარი ბალეტის- `ამორძალების” წარმოდგენებს რამდენიმე სეზონის განმავლობაში. 1993 წლიდან მუშაობდა თბილისის სიმფონიურ ორკესტთან. საკონცერტო გამოსვლების გარდა, მან ჩაწერა 25 ლაზერული დისკი `Sony Classical”და სხვა უცხოური ხმისჩამწერი კომპანიებისთვის.
 2002 წელს იგი გახდა თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ამ წლების განმავლობაში მან თბილისის სიმფონიურთან იდირიჟორა 500-ზე მეტი კონცერტი როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ: რუსეთსა და იტალიაში (2004), სომხეთში (2009), ისრაელში (2016), Gგერმანია (2007/2018).
ვახტანგ კახიძე გამოდიოდა ისეთ ცნობილ მუსიკალურ კოლექტივებთან როგორებიცაა: კიევის სიმფონიური ორკესტრი (1994), კამერული ანსამბლი `მოსკოვის სოლისტები~ (1997-2005), პრაღის სიმფონიური ორკესტრი (1997), სიმფონიური ორკესტრი “ახალი რუსეთი” (სამხ. ხელმძღვანელი ი. ბაშმეტი) (2003-2005), პეკინის სიმფონიური ორკესტრი (2005), პარიზის სამების ეკლესიის გუნდი და ორკესტრი (2006-2008), კამერული ანსამბლები `Dell Arte” (გერმანია, 2006-2008), ისრაელის კამერული ორკესტრი (2006-2009), ვალონიის სამეფო კამერული ორკესტრი (2008), ისრაელის კამერატა-იერუსალიმი, (2010-2014), იერუსალიმის სიმფონიური ორკესტრი, (2016-2017), ჩრდილო-დასავლეთ გერმანიის სიმფონიური ორკესტრი (2017), `La scala”- ს კამერული ორკესტრი (2019), „კობე ანსამბლი“ (იაპონია-2019) და სხვა.
2002 წლიდან იგი ხელმძღვანელობს ყოველწლიურ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს `შემოდგომის თბილისი~, რომელიც მასპინძლობს ცნობილ მუსიკოსებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორებიც არიან:
2015 წელს მან დააარსა „ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ორიენტირებულია თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ჯაზისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავებთან თანამშრომლობაზე, როგორებიც არიან: The Manhattan Transfer”, New York Voices”, `Take Six “, `Swingle SIngers” `The Real Group”, ივან ლინსი,  დიდი ბრიჯუოტერი, ბობ ჯეიმსი, პატი ოსტინი, რიჩარდ ბონა, ავიშაინ კოენი და სხვა.
 
ვახტანგ კახიძე რამოდენიმე ჯილდოს მფლობელია:
1981 წელს – პირველი პრემია საბჭოთა კავშირის ახალგაზრდა კომპოზიტორთა კონკურსზე
1997 წელს – თბილისის მერიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი.
                        „გაზაფხული”ხელოვნების სფეროში განსაკუთრებული 
                         მიღწევებისათვის.
                      - საქართველოს კინო აკადემიის პრიზი “ნატო” საუკეთესო 
                        კინომუსიკისთვის.
1998, 2005 და 2013 წ.წ. – საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრიზი    
                                            დრამატული      სპექტაკლისთვის შექმნილი საუკეთესო
                                            მუსიკისთვის.                 
2000 წელს – საქართველოს ღირსების ორდენი
2010 და 2021 წ.წ. - შოთა რუსთაველის სახელობის პრემია 
2013 წელს – ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
                       საქართველოს ჟურნალისტთა საზოგადოების საპატიო პრიზი ოქროს ფრთა”
                       
2015 წელს – საქართველოს მუსიკალური საზოგადოების ზ. ფალიაშვილის სახელობის
                        პრემია.
 
2018 წელს - თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება