პერსონალი
გიზო ჟორდანია
რეჟისორი
"როგორიც დავიბადე, ესე იგი, ასეთი უნდა ვყოფილიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა ბავშვობამ კარგად არ ჩაიარა, მაინც ამ მონაკვეთიდან დავიწყებდი ცხოვრებას და არა იმ ბედნიერი წუთებიდან, რაც ცხოვრებაში მქონია.
ძალიან მომწონდა და მიტაცებდა ადამიანებზე დაკვირვება, მათი ცხოვრებით ცხოვრება – ეს იყო ჩემი ყურადღების არე.
გამიტაცა რეჟისურამ. მე ვიქნებოდი სცენაზე თუ სხვას გავაკეთებინებდი როლს, ჩემთვის ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. მთავარი იყო ატმოსფერო შემექმნა ისეთი, რომ, ამით ადამიანებს დიდი სიამოვნება მიეღოთ.
რეჟისორისი მსახიობთან ცოცხლად სამუშაობს, ეს ძალიან საინტერესო პროცესია. შეგიძლია, ახლოდან უყურო, ხელი შეახო, სხვა შეგრძნებებია, სხვა გონებრივი სარქველები იხსნება.
თეატრი – ეს არის მომენტალური ხელოვნებაა – ის იწყება 8 საათზე და მთავრდება 11-ზე. აი, იმ სამ საათში განიცდი უდიდეს სიამოვნებას და მორჩა, მეორე ისეთი აღარ იარსებებს – ყველა მომდევნო სპექტაკლი სხვანაირია, გაზრდილია."
გიზო ჟორდანია
1958 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
განხორციელებული დადგმები:
შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი:
თამაზ ჭილაძე “აქვარიუმი” (მცირე სცენა)
ნატალია აზიანი “უკანასკნელი მასკარადი” (დიდი სცენა)
კონსტანტინე გამსახურდია “ხოგაის მინდია” (დიდი სცენა)
ჟან ბატისტ მოლიერი “გააზნაურებული მდაბიო” (მცირე სცენა)
დავით კლდიაშვილი “სამანიშვილის დედინაცვალი” (მცირე სცენა)
ბორის ვასილიევი “ამაღამ მგონი იქნება ქარი” (მცირე სცენა)
ფრანსის გუდრიჩი, ალბერტ ჰაკეტი “ანა ფრანკის დღიური” (მცირე სცენა)
მიხეილ ჯავახიშვილი “მუსუსი” (მცირე სცენა)
უილიამ შექსპირი “ჰამლეტი” (მცირე სცენა)
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრი:
ოთარ თაქთაქიშვილი “სამი ნოველა”
ნ. მამისაშვილი “ბაქია ბაქია”
ოთარ თაქთაქიშვილი “მინდია”
მ. ლისენკო “ტარას ბულბა”
სულხან ცინცაძე “განდეგილი”
რ. ლეონკავალო “ჯამბაზები”
რევაზ ლაღიძე “ლელა”
პეტრე ჩაიკოვსკი “პიკის ქალი”
ზაქარია ფალიაშვილი “აბესალომ და ეთერი”
ოთარ თაქთაქიშვილი “მთვარის მოტაცება”
დასავლეთ გერმანია, ქალაქი საარბრუკენი:
ზაქარია ფალიაშვილი “დაისი”
პეტრე ჩაიკოვსკი “პიკის ქალი”
ოთარ თაქთაქიშვილი “მინდია”
ზაქარია ფალიაშვილი “აბესალომ და ეთერი”
საქართველოს კულტურის დღეებისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტის გახსნა.
საქართველოს კულტურის დღეებისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტის დახურვა.
ერევნის ა. სპენდიაროვის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრი:
ოთარ თაქთაქიშვილი “მინდია”
კიშინიოვის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრი:
ვიქტორ დოლიძე “ქეთო და კოტე”
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი:
რეზო გაბრიაძე “სამოთხის ჩიტი”
ბერტოლდ ბრეხტი “სამგროშიანი ოპერა”
ფორთოხალი, ფლეიტა და...(კარლო გოცის "სამი ფორთოხლის სიყვარულის", ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის "ჯადოსნური ფლეიტის" და ქართული ხალხური ზღაპრის "ნაცარქექას"მოტივების მიხედვით. ინსცენირების ავტორი გიზო ჟორდანია)
ჟან ბატისტ მოლიერი "ძალად ექიმი"
ილია ჭავჭავაძე ”ლუარსაბ თათქარიძე”
ნიკოლოზ გოგოლი "რევიზორი"
ლევ ტოლსტოი "ჰაჯი-მურატი" რეჟისორი და ინსცენირების ავტორი
გიზო ჟორდანია, ნანა ჟორდანია „თეთრი იასამანი“ რეჟისორი
თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი:
მ. შატროვი “ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე”
მ. ვარფოლომეევი “წმინდანი და ცოდვილი”
მ. ფერმო “კარებს აჯახუნებენ”
მ. კაზანცევი “ძველი სახლი”
ბ. ლავრენევი “ორმოცდამეერთე”
ლ .რაზუმოვსკაია "დები"
ჯ.მაროტა და ბ.რონდონი "ქვრივების თაყვანისმცემელი"
ვ. როზოვი "როჭოს ბუდე"
ე. სტავიცკი "შოლომ ალეიხემის ქ. #40"
ჯ. პატრიკი "პამელა"
ა. ვამპილოვი "პროვინციული ანეგდოტები"
ე. რაძინსკი "სასიამოვნო ქალი ფანჯრებით ჩრდილოეთისაკენ"
თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის სახელმწიფო თეატრი:
ი. კალმანი "ცირკის პრინცესა"
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი:
ვაჟა-ფშაველა "გველისმჭამელი"
ჟ. კოქტო "წარმოუდგენელი მშობლები"
ჯ. ფლეტჩერი "ჭირვეულის მომრჯულებელი"
პოლიკარპე კაკაბაძე "ყვარყვარე თუთაბერი"
ა. სამსონია "ჩემი შვილი სიმონი"
ა. შერვაშიძე "მღერის ჰავანა"
ლ. უსტინოვი და ო. ტაბაკოვი "ფიფქია და შვიდი ჯუჯა"
ო. დგებუაძე "განთიადის დედოფალი"
ა. ფსათასი "საჭიროა მატყუარა"
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი:
ნოდარ დუმბაძე "მარადისობის კანონი"
პოლიკარპე კაკაბაძე "ყვარყვარე თუთაბერი"
ედვარდ რაძინსკი "ქალი ყვავილით"
ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი:
ზაქარია ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"
რევაზ ლაღიძე "ლელა"
ჯუზეპე ვერდი "ოტელო"
წოდებები და პრემიები:
საქართველოს სახალხო არტისტი
შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი
საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი
სანდრო ახმეტელის სახელობის პრემიის ლაურეატი
მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი
ალბერტ შვაიცერის და ალექსანდრე პოპოვის სახელობის მედლების მფლობელი
დადგმული აქვს100-ზე მეტი სპექტაკლი, 70-ზე მეტი შოუ და სახალხო დღესასწაული საქართველოში და საზღვარგარეთ.