პერსონალი
ციცინო კობიაშვილი
რეჟისორი
ციცინო კობიაშვილი
(რეჟისორი)
მე არ მახსოვს რას ნიშნავს სიცოცხლე თეატრის გარეშე. 42 წელიწადია ჩემი ცხოვრების გეზი, მიზანი, წყურვილი, ბრძოლა და სიყვარული თეატრია. ზუსტად ისევე როცა თავდავიწყებით ხარ შეყვარებული, როცა შენი სიყვარული იმაში გამოიხატება იმაში რომ ყველაფერს აკეთებ მისი ბედნიერებისთვის და სამაგიეროდ არაფერს ითხოვ... ასევე თავდადებით და ერთგულებით ვუტყდები სიყვარულში ყველა ჯერზე ჩემს თეატრს, ჩემს უსაყვარლეს სცენას, ჩემს მსახიობებს და ჩემს მაყურებელს. ვცდილობ ჩემი შემოქმედებით სიყვარულზე, სიცოცხლეზე, რწმენაზე, კაცთმოყვარეობაზე და ჩვენი ამქვეყნად არსებობის რაობაზე ვილაპარაკო. თეატრს უზარმაზარი ძალა აქვს, მისი გავლენა უდიდესია მაყურებელზე ამიტომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ და ვიკამათოთ იმ ადამიანურ ღირებულებებზე რომელსაც არასოდეს და არცერთ დროში ყავლი არ გასდის.
ციცინო კობიაშვილი, დავითის ასული.
დაიბადა 3/2/1956 ქ.თბილისში
1976 წელს დაამთავრა დ.არაყიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი, საფორტეპიანო ფაკულტეტი.
1980 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. იმავე წელს დაიწყო მუშაობა მარჯანიშვილის თეატრში მსახიობად და თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე სასცენო მეტყველების პედაგოგად.
2000 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის რეჟისურის ფაკულტეტი (ლილი იოსელიანის სახელოსნო). 2006-2007 წლებში სწავლობდა კინორეჟისორის ფაკულტეტზე (ბატონი რეზო ესაძის სახელოსნო)
ის თეატრალური უნივერსიტეტის დრამის სამსახიობო ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი იყო (გიზო ჟორდანიას სახელოსნო)
2008 წელს დაიწყო მუშაობა მარჯანიშვილის თეატრში რეჟისორად და დღემდე მუშაობს.
დადგმული სპექტაკლები:
მონტეირუ ლობატუ "ყვითელი კოდალას ორდენი", ბერიკები
ვაჟა ფშაველა "ჩხიკვთა ქორწილი" , ბერიკები
ჯუნჯი კინოსიტა "წეროს ფრთები' თეატრალური ინსტიტუტი
ალეხანდრო კასონა "განთიადის ფერია" მარჯანიშვილის თეატრი
ლუდმილა რაზუმოვსკაია "მრუდე სარკეები" თავისუფალი თეატრი
დარიო ფო "თავისუფალი სიყვარული" თეატრალური სარდაფი
რიჩარდ ნეში "წვიმის გამყიდველი" თუმანიშვილის სახელობის თეატრი
დარიო ფო " გელოდები საყვარელო" თეატრი ათონელზე
ალეხანდრო კასონა "შვიდი ძახილი ოკეანეში" მარჯანიშვილის თეატრი
შექსპირი "ქარიშხალი" თეატრალური ინსტიტუტი
ანდერსენი "თოვლის დედოფალი" მარჯანიშვილის თეატრი
ნილ საიმონი "ქალები" მარჯანიშვილის თეატრი
ნილ საიმონი "კაცები" მარჯანიშვილის თეატრი
დარიო ფო "დაანებე ჩემ ცოლს თავი" მარჯანიშვილის თეატრი
ალდო დე ბენედეტი "სიყვარულის სუბლიმაცია" მარჯანიშვილის თეატრი
შოდერლო დე ლაკლო "სახიფათო კავშირები" მარჯანიშვილის თეატრი
აქვსენტი ცაგარელი "ხანუმა" უკრაინა, პოლტავის აკადემიური თეატრი
ნილ საიმონი "ქალები" უკრაინა, პოლტავის აკადემიური თეატრი
თუმანიშვილის სახელობის პრემია ინსცენირებისთვის შოდერლო დე ლაკლოს "სახიფათო კავშირების" მიხედვით.