პერსონალი
ალექსანდრე (სანდრო) ელოშვილი
რეჟისორი
ალექსანდრე ელოშვილი
(რეჟისორი)
მე რომ პირველად თეატრში მოვხვდი მაშინ გარეთ ციოდა, იყო სიბნელე, ხალხი ერთმანეთს თოფებს, ხანდახან ბომბებსაც კი ესროდა...
თეატრი კი, ის თეატრი მე რომ პირველად მოვხვდი, ძალიან გავდა ბუნკერს, თავშესაფარს, აი, ომის დროს რომ იმალება ხალხი.
დღეს იმ თეატრის ადგილას უშველებელი სავაჭრო ცენტრია, ბევრი მაღაზიებია და ყველაფერს ყიდიან.
ახლა მე სხვა თეატრში ვარ, მოხატული კედლები, ჩუქურთმები, გაბრდღვიალებული ჭაღები, დიდი დარბაზი რბილი სავარძლებით...
როდესაც სპექტაკლის დასრულებისას, ანუ როდესაც სპექტაკლის ფინალიდან „პაკლონამდე“ რამოდენიმე წამით შუქი ქრება, სიბნელეში ის დრო მახსენდება როდესაც მე პირველად თეატრში მოვხვდი, თეატრში, რომელიც ბუნკერს გავდა, თავშესაფარს...
ყვარყვარე ამბობს: იყო სიბნელე და უკუნი, მოვიდა ნათელი და გაიხსნა ცა...
ახლა ასეა გარეთ, ბომბებს აღარ ისვრიან. თეატრი კი მაინც ბუნკერს გავს, თავშესაფარს, ჩვენი სულების გადასარჩენად...
განათლება
2005–2009 წწ. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. (დრამის რეჟისურის ფაკულტეტი. გიგა ლორთქიფანიძის სახელოსნო)
1994–2005 წწ. თბილისის კლასიკური გიმნაზია (1 საჯარო სკოლა)
1994–2003 წწ. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედი.
სამუშაო გამოცდილება
2009-2011წწ. თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელის თანაშემწე.
განხორციელებული დადგმები:
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი:
6. რიჩარდ ბაიერი - "Mixed emotions"
7. მიხეილ ჯავახიშვილის მიხედვით – ჯაყო – ხვალ ომი იქნება
8. ალექსანდრე ელიგულაშვილი - პელეგი "შევხვდებით სამოთხეში"
9. ფრიდრიხ დურენმანტი – მოხუცი ქალის ვიზიტი
10. "მთვრალი ალუბალი" (ავტორი და რეჟისორი ლევან წულაძესთან ერთად)
11. კარლო გოცი – მეფე ირემი
12. ეჟენ იონესკო - მეფე კვდება
ილიაუნის თეატრი:
1. მარკ კამოლეტი "ფრანგული გარნირი"
2. კლოდ მანიე "ბლეზი"
თეატრალური სარდაფი რუსთაველზე:
3. ლაშა ბუღაძე "როცა მთავარ გმირს ეძინა"
სამეფო უბნის თეატრი:
4. "ქეთო და კოტე" ედუარდო დე ფილიპოს მიხედვით (ვანო დუგლაძესთან ერთად)
ამბროლაურის კულტურის ცენტრი:
5. ბესო ბარათაშვილი "აკუსტიკა"
გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი:
13. პოლიკარპე კაკაბაძე - ყვარყვარე თუთაბერი
14. დავით კლდიაშვილი- სამანიშვილის დედინაცვალი
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი
15. დათო ტურაშვილის - შავი კედები
2016 - არტ პლატფორმა (კიევი, უკრაინა)
16. Blue Orange – (ფესტივალ გოგოლფესტის ფარგლებში)
ღონისძიებები:
დიდგორობა 2016 – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ფოლკლორის ყოველწლიური დაჯილდოვება „არტემი“ 2017
ფოლკლორის ყოველწლიური დაჯილდოვება „არტემი“ 2018
ფოლკლორის ყოველწლიური დაჯილდოვება „არტემი“ 2019
განახლებული მზიური – „სიმღერით გეტყვი თბილისო“ 2018
მუხრან მაჭავარიანის საიუბილეო საღამო საჩხერეში 2019
ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე ოზურგეთში 2020
შესრულებული როლები:
თეატრალური სარდაფი რუსთაველზე:
• მათხოვარი - "სამგროშიანი ოპერა" (რეჟისორი: ლევან წულაძე)
• პიონერი - "აკუსტიკა" (რეჟისორი: ლევან წულაძე)
• ბავშვი - "თვითმკვლელი" (რეჟისორი: ოთარ ეგაძე)
• ვასენკა - "სუსტი გული" (რეჟისორი: მიკა კიკაჩეიშვილი)
• კაენი - "ბეწვზე გადარჩენილები" (რეჟისორი: ნიკოლოზ ჰაინე–შველიძე)
კინო და ტელე როლები:
• ბავშვი - "მარტოობის ორდენის კავალერი" (რეჟისორი: გიორგი ხარაბაძე)