პერსონალი

ნინო სურგულაძე

მხატვარი

ნინო სურგულაძე

მხატვარი

თეატრში მსახიობი მხატვრის მიერ შექმნილ გარემოში ცხოვრობს და მის მიერ შექმნილი კოსტიუმი აცვია. კოსტიუმი გმირის ბუნებას, ხასიათს, კონკრეტული დროის სოციალურ და ეროვნულ ნიშნებს მოიცავს. კოსტიუმი სპექტაკლის სამყაროს ორგანული ნაწილია და საერთო სურათში ეწერება.
ყველაფერი ეს კი ესკიზით იწყება.
ესკიზი - რეჯისორის, მხატვრისა და მსახიობის ერთიანი იდეის განხორციელებაა. როცა ესკიზიდან პერსონაჟის კოსტიუმი შეკერილ სამოსად გადაიქცევა და მას მსახიობი მოირგებს, მხატვრის ჩართულობა არახილვადი ხდება და ყველაფერი უკვე შეგრძნების დონეზე გადადის.
კოსტიუმი - ისევე როგორც ცხოვრებაში, ასევე როლის შემთხვევაში თავის განსაკუთრებულ ხასიათს, შინაგან განწყობას და პერსონაჟს ქმნის.

ნინო სურგულაძემ  მუშაობა ლევან წულაძესთან ერთად 2004 წელს,  ”თეატრალურ სარდაფში” დაიწყო.

 

 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის
ფაკულტეტი, კინო-ტელე მხატვრობის განხრით (დიმიტრი თაყაიშვილის კლასი).
იაკობ ნიკოლაძე – ფერწერის ფაკულტეტი
ესწრებოდა ლექციებს ნიუ-იორკის უნივერსიტეტში (NYU-Tisch) თეატრის მხატვრობა, სწავლობდა და კითხულობდა ლექციებს ფერწერაში ტენესის უნივერსიტეტში 1993-94 წლებში (თავისუფალი დასწრება).
2004 წელიდან მუშაობს ლევან წულაძესთან თეატრალურ სარდაფში და შემდეგ 2011 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 
ლევან წულაძესთან ერთად მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო პროექტებში: 
სპექტაკლი „როგორც გენებოთ“ (ინგლისი) და „შეშლილის წერილები“ (იტალია).
ნინოს ნამუშევარზე ჟურნალი "გარდიანი" წერდა -„ ნინო სურგულაძის კოსტიუმები
დაუდევრად მდიდრულია და ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს მდიდარი
ფანტაზიის პატრონმა მექუდემ საქმე ისე მოაწყო, რომ უქუდოდ არც ერთი თავი არ
დარჩენილიყო”.
სამი პერსონალური გამოფენა და მონაწილეობდა რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში; 
გაფორმებული აქვს ასევე ოცზე მეტი სპეკტაკლი,
ნინო სურგულაძე ასევე მუშაობს სხვადასხვა რეჟისორებთან კინოსა
და თეატრის დამდგმელ მხატვრად; მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები
 
პრაღის კვადრენიალზე, 2015 წელს წარმოდგენილი იყო მისი ნამუშევრები სპეკტაკლებიდან 'როგორც გენებოთ" და დეკამერონი.
თეატრალური კოსტიუმების პერსონალური გამოფენა -მწერალთა სახლი - 2015
თეატრალური კოსტიუმების პერსონალური გამოფენა-მარჯანიშვილის თეატრი- 2014/2016
პერსონალური გამოფენა "თეთრი გალერეა", თბილისი. 1993
მოკლემეტრაჟიანი ფილმი - გზა (რეჟისორი ანა სარუხანოვა) დამდგმელი მხატვარი-2011
მოკლემეტრაჟიანი ფილმი - ფირნი (რეჟისორი დავით ქემხაძე) - დამდგმელი მხატვარი-
2012
დოკუმენტური ფილმი - ბევრეთი (დავით ქემხაძე-პრიზი საუკეთესო ფილმი / ავსტრიის
კინოფესტივალი) დამდგმელი მხატვარი-2013
 
გაფორმებული სპეკტაკლების ჩამონათვალი:
 
 
მარჯანიშვილის თეატრი: 
1. ჟან–ბატისტ მოლიერი - ფიგარო რეჟისორი ლევან წულაძე (რუსთავის თეატრი)
რეჟისორი ლევან წულაძე
2. ალეჰანდრო კასონას - "ეუხენა ბალბოა" რეჟისორი ლევან წულაძე (კოსტიუმები, სცენოგრაფია)
3. ჯოვანი ბოკაჩოს მიხედვით "დეკამერონი" რეჟისორი ლევან წულაძე (კოსტიუმები)
4. კოკი მიტანი”ჟოლო” რეჟისორი ლევან წულაძე (კოსტიუმები)
5. გურამ ბათიაშვილი "კოტე მარჯანიშვილი“ რეჟისორი ლევან წულაძე (კოსტიუმები)
6. უილიამ შექსპირი ”როგორც გენებოთ" რეჟისორი ლევან წულაძე (კოსტიუმები)
7. უილიამ შექსპირი „რომეო და ჯულიეტა“ რეჟისორი ლევან წულაძე (კოსტიუმები, სცენოგრაფია; მოზარდმაყურებელთა თეატრი)
8. უილიამ შექსპირი "ჰამლეტი" რეჟისორი თემურ კუპრავა (კოსტიუმები)
9. გიზო და ნანა ჟორდანია „თეთრი იასამანი“ რეჟისორი გიზო ჟორდანია (კოსტიუმები)
10. "მთვრალი ალუბალი" რეჟისორი (ახალი სცენა) (კოსტიუმები, სცენოგრაფია)
11. ინგმარ ბერგმანი "რეპეტიციის შემდეგ" რეჟისორი თემურ კუპრავა (კოსტიუმები)
12. ჩარლზ დიკენსი"საშობაო სიმღერა" რეჟისორი ლევან წულაძე (კოსტიუმები)
13. ჟან–ბატისტ მოლიერი "ტარტიუფი" რეჟისორი ლევან წულაძე (ახალი სცენა) (კოსტიუმები)
14. ალექსანდრე ელიგულაშვილი-პელეგი "შევხვდებით სამოთხეში" რეჟისორი
ალექსანდრე ელოშვილი (ახალი სცენა) (კოსტიუმები, სცენოგრაფია)
15. ჯონ პატრიკ შენლი "ეჭვი" რეჟისორი გურამ ვაშაკიძე (ახალი სცენა) (კოსტიუმები)
16. ფრანც კაფკა " პროცესი" რეჟისორი თემო კუპრავა (ახალი სცენა) (კოსტიუმები)
17. ტენესი უილიამსი „მშვენიერ კვირა დღეს“ რეჟისორი გურამ ვაშაკიძე 
(კოსტიუმები)
18. უსახელო ვარსკვლავი - რეჟისორი ლევან წულაძე -(კოსტიუმები)
19. დარისპანის გასაჭირი - ახალი სცენა – გიორგი კავილაძ
20. შუშის სამხეცე - ახალი სცენა (სცენოგრაფი) ავთო დიასამიძე
21. წასვალა– ვაცლავ ჰაველი, რეჟისორი ლევან წულაძე, დათო ჩხარტიშვილი
22. BEGALUT - უცხოობაში
(შალომ ალეიხემი), რეჟისორი ლევან წულაძე
23. შეშლილის წერილები - ნიკოლოზ გოგოლი, რეჟისორი ლევან წულაძე
24. საყვარლები – (სცენოგრაფი/კოსტუმები) გიორგი კავილაძე
25. კუ – ლუიჯი პირანდელო, რეჟისორი ლევან წულაძე - ბოლონიის თეატრი დე სოლე
26. მთის გოლიათები – ლუიჯი პირანდელო - რეჟისორები ენცო ვეტრანო და სტეფანო რანზიდი 
27. ბაკულას ღორები – დავით კლდიაშვილი - რეჟისორი ლევან წულაძე
28. ნავიგატორი – ლაშა ბუღაძე - რეჟისორი ლევან წულაძე
29. წმინდა ურჩხილები - კოკტოს მიხედვით
30. მეფე ირემი - კარლო გოცი - რეჟისორი ლევან წულაძე
31. სამსახური ანუ ზაფხულის ღამის სიზმარი - უილიამ შექსპირის მიხედვით- რეჟისორი ლევან წულაძე
32. ყვარყვარე - სცენოგრაფია/კოსტუმები - გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი - რეჟისორი სანდრო ელოშვილი
33. ვარდის სურნელი - კოსტუმები
34. ჰამლეტი - რეჟ. ლევან წულაძე
35. მეფე მოკვდა (Exit the King) სცენოგრაფი/კოსტუმები- რეჟ. სანდრო ელოშვილი
36. კრეიცერის სონატა - რეჟისორები: ლევან წულაძე, თემო კუპრავა / კოსტუმების აბტორი
37. დანაშაული და სასჯელი - რეჟისორები: ლევან წულაძე, თემო კუპრავა/  კოსტუმების ავტორი
38. ფიგაროს ქორწინება ანუ შეშლილი დღე - რეჟისორები: ლევან წულაძე, თემო კუპრავა / კოსტუმების ავტორი
39.  "თეატრის მსახური" რეჟისორი ლევან წულაძე /კოსტიუმების ავტორი
 
თეატრალური სარდაფი რუსთაველზე:
1. გიორგი ერისთავი; რეჟისორი ლევან წულაძე- უჩინმაჩინის ქუდი (კოსტიუმები, სცენოგრაფია)
2. კლოდ მანიე ; რეჟისორი ლევან წულაძე- „ოსკარი" (კოსტიუმები, სცენოგრაფია)
 
 
2015 წლის 16-24 მაისს თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში მწერალთა სახლში ნინო სურგულაძის კოსტიუმების გამოფენა გაიმართა. 
2015 წელს გამართულ   პრაღის კვადრიენალეზე საქართველოს ნაციონალური პავილიონი, სახლწოდებით „ ქალის ხმა“,   თორმეტი სცენოგრაფი ქალის ნამუშევრებით წარსდგა
2014 წლის 12 დეკემბერი მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე პერსონალური გამოფენა; კოსტუმების და ესკიზების ექსპოზიცია;
2018/2019 წლებისს  TAF (თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა) ორგანიზატორი;
2019 წლის პრაღის კვადრიენალეს მოწვეული სპიკერი „Emerging Artist” 
2019 თბილისის საერთაშორის თეატრალური ფესტივალის ჟურნალისათვის ფოტო პროექტი „ჰამლეტი 21“