თეატრი დღეს

ინფორმაცია თეატრის შესახებ

მარჯანიშვილის თეატრს  დაარსებიდან 90 წელი შეუსრულდა.  თეატრი მისი დამაარსებლის _ კოტე მარჯანიშვილის  ტრადიციების ერთგული რჩება.   ტრადიციისა და ნოვაციის შერწყმით,  მაყურებელზე ორიენტირებული რეპერტუარით მან მოახერხა „საზოგადოებრივი“ თეატრის (სოციალური თეატრის) სახელი დაემკვიდრებინა. შეიძლება ითქვას, საკუთარ თავზე აიღო ერთგვარი განმანათლებლისა და სოციალური კომენტატორის ფუნქცია. მარჯანიშვილის თეატრი ქვეყნის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის სტატუსს.

2006 წლიდან დღემდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია გამორჩეული რეჟისორი ლევან წულაძე. თეატრში მუშაობენ საუკეთესო მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები,  კომპოზიტორები, ეს ის გუნდია, რომელიც განაპირობებს  თეატრის წარმატებას და აქტუალურობას.  ყველა საპრემიერო წარმოდგენა დიდი მოვლენაა თბილისის კულტურულ ცხოვრებაში. 

მარჯანიშვილის თეატრი  მხოლოდ თეატრალური წარმოდგენებით არ შემოიფარგლება. მისი პროფილის შემადგენელი ნაწილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერა.

2015 წლიდან  მარჯანიშვილის თეატრი ევროპის საერთაშორისო თეატრალურ კონვენციის _ ETC -ის  სრულუფლებიანი წევრი გახდა!

კონვენციის წევრობა გულისხმობს ევროპული თეატრების ოჯახში გაერთიანებას.  მნიშვნელოვან  პროექტებში მონაწილეობას, ერთობლივი პროდუქციის შექმნას და იდეების განხორციელების შესაძლებლობას.

 

თეატრის დაარსებიდან 86 წლის შემდეგ გაზეთი გარდიანი წერს:

„თუ საქართველოს სხვა თეატრების დონე ოდნავ მაინც უახლოვდება მარჯანიშვილის თეატრისას, მაშინ თეატრის კრიტიკოსის პროფესია ამ ქვეყანაში უდავოდ ყველაზე სანატრელად უნდა მივიჩნიოთ.“

 

თეატრი მუდმივად მასპინძლობს (უფასო ბილეთები):

დევნილებს
ომისა და შრომის ვეტერანებს
ყოფილ პატიმრებსა და მათ ოჯახებს
მზრუნველობა მოკლებულ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს  და მოხუცებს
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს.

საგანმანათლებლო პროექტი

2013 წლიდან  ვმასპინობთ  სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტების  „ერთი საათი თეატრში“, რაც გულისხმობს მუზეუმში დაცულ  უნიკალურ საარქივო მასალის გაცნობა დათვალიერებას.

საერთაშორისო პროექტები:

 „შემოქმედებითი ევროპის“ კულტურის ქვეპროგრამის 2015 წლის კონკურსის შედეგების თანახმად, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, ევროპული თეატრების ქსელთან (European Theatre Convention) თანამშრომლობით, დაფინანასება მოიპოვა.  გამარჯვებული პროექტი - „ევროპის თეატრალური ლაბორატორია: თეატრი ხვდება ციფრულ ტექნოლოგიას“ - პარტნიორ თეატრებთან ერთად განხორციელდა.

გვაქვს ერთობლივი და გაცვლითი პროექტები:

დიდ ბრიტანეთთან , მაკედონიასთან,  საბერძნეთთან, პოლონეთთან, აზერბაიჯანთან, უკარინასთან და იტალისთან.

 

ინფორმაცია:

თეატრს აქვს 2 სცენა - დიდი სცენა  და სხვენი

თეატრი შედგება მუდმივი დასისა და მოწვეული მსახიობებისაგან

თეატრალური სეზონი - სექტემბერი / ივნისი

წლის განმავლობაში თეატრს აქვს 6-7 საერთაშორისო გასტროლი და 10-ზე მეტი მოგზაურობა საქართველოს სახვადასხვა ქალაქში.

მაყურებლის რაოდენიბა სეზონის განმავლობაში– 39 422 ადამიანი

სპექტაკლების რაოდენობა სეზონის განმავლობაში – 374 სპექტაკლი

წარმოდგენები იმართება ყოველდღე ორშაბათის გარდა (ორივე სცენა)

ადგილების რაოდენობა: დიდი სცენა- 436 ადგილი , მცირე (სხვენი) –102 ადგილი

სპექტაკლების დასაწყისი 20:00 საათზე
 

ტექნიკური მონაცემები

დიდი სცენის ტექნიკური მონაცემების სანახავად დააჭირეთ აქ.
ფაილში შემდეგი ინფორმაციაა:

                 კულისების გეგმა
                 განათების გეგმა
                 შტანგების და სოფიტების გეგმა
                 სცენის გეგმა (სიმაღლე – 18 მ; სიღრმე - 24 მ; სიგანე – 14 მ; სცენის სარკე – 10,5 მ)
                 ავანსცენის საორკესტრო ორმო არის სამ ნაწილიანი.
                 7 სოფიტი, 28 შტანგეტი
                 გახმოვანების გეგმა

დარბაზის გაქირავება

დიდი სცენის მაყურებელთა დარბაზის სქემის სანახავად გთხოვთ იხილოთ ბმული

მცირე სცენის პარტერის სქემის სანახავად გთხოვთ იხილოთ ბმული

 

დარბაზის ქირაობა 12:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე (დღგ-ს ჩათვლით) :

დიდი სცენა - 8,000 ლარი

მცირე სცენა - 1,500 ლარი

 

ადგილების რაოდენობა:

დიდი სცენა- 436 ადგილი

მცირე სცენა –102 ადგილი

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით 

+995 322 95 35 82

info@marjanishvili.com