ისტორია

„ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა - მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა.“

 

სწორედ ამ კონცეფციაზე დაყრდნობით, დიდმა ქართველმა რეჟისორმა და რეფორმატორმა კოტე მარჯანიშვილმა მეორე ქართული სახელმწიფო თეატრი შექმნა. მარჯანიშვილის თეატრს წლების მანძილზე ქმნიდნენ ცნობილი მსახიობები, მხატვრები, კომპოზიტორები, რომლებმაც მარჯანიშვილის თეატრი თბილისის კულტურული ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილად აქციეს. თეატრი დღემდე რჩება იმ ტრადიციების გამგრძელებელი, რომელიც დაარსების დღიდან გამოიკვეთა.
თეატრს აქვს 3 სცენა: დიდი სცენა, „სხვენი“, და 2013 წლიდან უკვე ახალი სცენა. 2006 წლიდან დღემდე მარჯანიშვილის თეატრს თანამედროვეობის გამორჩეული რეჟისორი ლევან წულაძე ხელმძღვანელობს.

თეატრი ყოველთვის კარს უღებს ნოვაციებს. სწორედ ტრადიციისა და ნოვაციის შერწყმით და მაყურებელზე ორიენტირებული რეპერტუარით მან მოახერხა „საზოგადოებრივი“ თეატრის (სოციალური თეატრის) სახელის დამკვიდრება. შეიძლება ითქვას, საკუთარ თავზე აიღო ერთგვარი განმანათლებლისა და სოციალური კომენტატორის ფუნქცია. მარჯანიშვილის თეატრის ცხოვრება მხოლოდ თეატრალური წარმოდგენებით არ შემოიფარგლება. მისი პროფილის შემადგენელი ნაწილია ახალი პიესების მოძიება, კითხვა და დადგმა.

დაარსებიდან 85 წლის შემდეგ, გაზეთი გარდიანი წერს - „თუ საქართველოს სხვა თეატრების დონე ოდნავ მაინც უახლოვდება მარჯანიშვილის თეატრისას, მაშინ თეატრის კრიტიკოსის პროფესია ამ ქვეყანაში უდავოდ ყველაზე სანატრელად უნდა მივიჩნიოთ“
„გარდიანი“


თეატრის პირველი სეზონი:
ერნესტ ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!" 1928 წ,;  
ბერნარდ შოუს "წმინდა ქალწული" 1928 წ,; 
ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო" 1928 წ,; 
შალვა დადიანის "კაკალ გულში" 1928 წ.; 
ვსევოლოდ კირშონის "ლიანდაგი გუგუნებს" 1929 წ,; 
კარლ გუცკოვის "ურიელ აკოსტა" 1929 წ,;  
კარლო კალაძის "როგორ" 1929 წ,; 
პოლიკარპე კაკაბაძის ”ყვარყვარე თუთაბერი” 1929წ.;
დავით ჩიანელის ”რაილი” 1929წ.;
დემნა შენგელაიას”თეთრები” 1929წ.;
ალექსანდრე ქუთათელის "შუაღამემ გადაიარა" 1929 წ.;  

 

პირველ წლებში დასს ამშვენებდნენ მსახიობები - ქალბატონები: მარო აბრამიშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, ბაბო გამრეკელი, მერი დავითაშვილი, ელენე და ირინე დონაურები, ანეტა დონჟანელი, სოფიკო ვაჩნაძე, სესილია თაყაიშვილი, მალიკო მრევლიშვილი, ელენე სიბილა, ანეტა ქიქოძე, მედეა და მერი ქორელები, თინა ჩარკვიანი, ცეცილია წუწუნავა, ხათუნა ჭიჭინაძე, ივლიტა ჯორჯაძე, მოგვიანებით - ტასო აბაშიძე და ელისაბედ ჩერქეზიშვილი; ბატონები: კაპია აბესაძე, ჭიჭიკო ბეგალიშვილი, მიხეილ ბერიაშვილი, კუკური გოგიაშვილი, შაქრო გომელაური, ნიკო გოცირიძე, ვასო გოძიაშვილი, სერგო ზაქარიაძე, აკაკი კვანტალიანი, პიერ კობახიძე, გრიგოლ კოსტავა, ალექსანდრე მაღლაკელიძე, მიხეილ მეძმარიაშვილი, პოკო მურღულია, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, მიხეილ სარაული, ალექსანდრე სიხარულიძე, მიხეილ სულთანიშვილი, შალვა ღამბაშიძე, ვლადიმერ ჩომახიძე, უშანგი ჩხეიძე, დუდე ძნელაძე, სერგო ჭელიძე, პავლე ჯალაღონია, შალვა ჯაფარიძე, მოგვიანებით - ალექსანდრე იმედაშვილი და იუზა ზარდალიშვილი. მხატვრები: დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, ევგენი ლანსერე, იოსებ შარლემანი, მარჯანიშვილის აღმოჩენა -  პეტრე ოცხელი; კომპოზიტორები:კოტე მეღვინეთუხუცესი, შალვა მშველიძე, ანდრია ბალანჩივაძე, თამარ ვახვახიშვილი, ქორეოგრაფი - დავით მაჭავარიანი.

 

კოტე  მარჯანიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა ქართველ დრამატურგებთან - შალვა დადიანთან ,პოლიკარპე კაკაბაძესთან, კარლო კალაძესთან, დემნა შენგელაიასთან . . .  რეჟისორს სწამდა, რომ თეატრს მჭიდრო კავშირი უნდა ჰქონოდა ქართულ მწერლობასთან. 

 

1930 წელს თეატრმა პირველი გასტროლები ჩაატარა ხარკოვსა და მოსკოვში. წარმოადგინეს სპექტაკლები: "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!", "როგორ", "ურიელ აკოსტა", "კაკალ გულში", 'თეთრები", "ხატიჯე", "ცხვრის წყარო" და  პანტომიმა "ხანძარი".

 

განსაკუთრებული მოწონება ხვდა წილად კარლ გუცკოვის "ურიელ აკოსტას" და ხაზგასმით აღინიშნა ვერიკო ანჯაფარიძის ივდითისა და უშანგი ჩხეიძის ურიელის გამარჯვება.

 

"ურიელ აკოსტა" კოტე მარჯანიშვილის ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლია. პირველი შემსრულებლები იყვნენ: ურიელი - უშანგი ჩხეიძე , ივდითი - ვერიკო ანჯაფარიძე,დე სილვა - შალვა ღამბაშიძე, ბენ აკიბა - ალექსანდრე ჟორჟოლიანი. 

 

1972 წელს ვერიკო ანჯაფარიძემ აღადგინა "ურიელ აკოსტა". ურიელს თამაშობდა კოტე მახარაძე, ივდითს - სოფიკო ჭიაურელი. 

 

ხარკოვისა და მოსკოვის შემდეგ თეატრი საგასტროლოდ თბილისს ეწვია. მთავრობის 1930 წლის დადგენილებით II ქართული სახელმწიფო დრამის თეატრი კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით თბილისში გადმოიყვანეს და ზუბალაშვილების სახალხო სახლი გადასცეს, სადაც თეატრი დღესაც განაგრძობს მოღვაწეობას.

 

კოტე მარჯანიშვილი ახლად დაარსებულ თეატრში სულ ხუთი სეზონის განმავლობაში მოღვაწეობდა და დადგა 26 სპექტაკლი. მას გვერდში ედგნენ ახალგაზრდა რეჟისორები: დოდო ანთაძე, ვახტანგ აბაშიძე, გრიგოლ სულიაშვილი, ნიკო გოძიაშვილი, სერგო ჭელიძე.

 

1933 წელს,  მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ, თეატრს სათავეში ჩაუდგნენ მისი უახლოესი მოწაფეები:  სამხატვრო ხელმძღვანელი - უშანგი ჩხეიძე, სარეჟისორო კოლეგიის წევრები - შალვა ღამბაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე  ; დირექტორი - დოდო ანთაძე ; მთავარი მხატვარი - დავით კაკაბაძე.

 

წლების განმავლობაში თეატრში სპექტაკლებს დგამდნენ თავად მსახიობებიც  –  ვასო გოძიაშვილი, შალვა ღამბაშიძე, აკაკი კვანტალიანი, ვერიკო ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი ...  

 

მარჯანიშვილის თეატრში არაერთი ცნობილი რეჟისორი მოღვაწეობდა. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ვასილ ყუშიტაშვილი. იგი აქტიურად მონაწილეობდა საფრანგეთის თეატრალურ ცხოვრებაში, "მუსიე ყუშიტას" სახელით, მიწვევით მუშაობდა ფირმენ ჟემიესთან "ანტუანის" თეატრში, ხოლო შემდგომ, ცნობილ ფრანგ მსახიობთან შარლ დიუვალთან ერთად შექმნა ახალი თეატრი "ატელიე".  

 

რეჟისორ ვასილ ყუშიტაშვილის სპექტაკლები:
ილია ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი?!", (1954 წ.) 
უშანგი ჩხეიძის "გიორგი სააკაძე", (1939 - 1940 წწ.) 
ა. სამსონაძის "ბაგრატიონი", (1944 წ.) 
მიხეილ ლერმონტოვის "მასკარადი", (1946 წ.) 
ფრიდრიხ შილერის "მარიამ სტიუარტი", (1955 წ.) 
მიხეილ მრევლიშვილის "ზვავი". (1956 წ.) 
უილიამ შექსპირი ”რიჩარდ III” (1957 წ.) მთავარ როლში - ვასო გოძიაშვილი
და სხვ.


 

რეჟისორ არჩილ ჩხარტიშვილის სპექტაკლები:
ვ.პატარაია ”სანაპიროზე” (1950 წ.)
ი.მოსაშვილი ”მისი ვარსკვლავი” (1951 წ.)
ვაჟა-ფშაველა ”მოკვეთილი” (1956 წ.) მთავარ როლში ოთარ მეღვინეთუხუცესი
ევრიპიდე ”მედეა” (1962 წ.) მთავარ როლში ვერიკო ანჯაფარიძე
და სხვ.


 

ამ პერიოდში თეატრში იდგმებოდა:
პოლიკარპე კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება" (დადგა შალვა ღამბაშიძემ) გვირისტინე – სესილია თაყაიშვილი, ლომკაცა – გრიგოლ კოსტავა, ირინე – ანეტა დონჟანელი, ხახული – აკაკი კვანტალიანი და ხარიტონი გიორგი შავგულიძე ...  

 

ლავრენტი არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი" 

 

ალექსანდრე დიუმას "მარგარიტა გოტიე" გენიალური ვერიკო ანჯაფარიძის შესრულებით (დამდგმელი რეჟისორი ბორის გამრეკელი)

 

კიტა ბუაჩიძის კომედია "მკაცრი ქალიშვილები"  (დამდგმელი რეჟისორი ბორის გამრეკელი).

 

1941 წელს ვასო გოძიაშვილმა აღადგინა კოტე მარჯანიშვილის სპექტაკლი - ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო", იმავე სეზონში, 1942 წელს ვასილ ყუშიტაშვილმა დადგა ავქსენტი ცაგარელის  "ხანუმა". ხანუმას როლს ელისაბედ ჩერქეზიშვილი  ასრულებდა.

 

მეორე მსოფლიო ომის წლებში თეატრში იდგმებოდა : 
ლევან გოთუას "მეფე ერეკლე" (დამდგმელი რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი), მეფე ერეკლეს როლს ასრულებდა ვასო გოძიაშვილი; გიორგი მდივნის "პარტიზანები", (დამდგმელი რეჟისორი ვასო ყუშიტაშვილი), 
კონსტანტინე სიმონოვის "მელოდე" (დამდგმელი რეჟისორი ვასო ყუშიტაშვილი) , 
მიხეილ ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული" (დამდგმელი რეჟისორი შალვა ღამბაშიძე), 
ა. სამსონაძის "ბაგრატიონი" (დამდგმელი რეჟისორი ვასო ყუშიტაშვილი),  ბაგრატიონი - სერგო ზაქარიაძე  და სენ-პრი - გიორგი შავგულიძე ,
ლევან გოთუას "უძლეველნი" (დამდგმელი რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი), 
ილია ჭავჭავაძე ”კაცია-ადამიანი?!” (რეჟისორი ვასილ ყუშიტაშვილი), ლუარსაბი - ვასო გოძიაშვილი, დარეჯანი - ცეცილია წუწუნავა, ლამაზისეული - ნინო ჩხეიძე. 

 

უილიამ შექსპირის დრამატურგია მარჯანიშვილის თეატრში:
"ოტელო" (დადგა კოტე მარჯანიშვილმა, 1932 წ), ოტელო - შალვა ღამბაშიძე, იაგო – უშანგი ჩხეიძე, დეზდემონა – ვერიკო ანჯაფარიძე, ემილია – თამარ ჭავჭავაძე.
"ჭირვეული ცოლის მორჯულება" (დადგა შალვა ღამბაშიძემ, 1944წ). 
"რომეო და ჯულიეტა" (დადგა ვახტანგ ტაბლიაშვილმა, 1949წ), 
"მეთორმეტე ღამე" (დადგა რეჟისორმა რამაზ ჭიაურელმა, 1950 წ), 
”ანტონიუსი და კლეოპატრა” (დადგა ვახტანგ ტაბლიაშვილმა, 1951 წ.)
"რიჩარდ III" (დადგა ვასილ ყუშიტაშვილმა, 1957წ), 
"აურზაური არაფრის გამო" (დამდგმელი რეჟისორი ლილი იოსელიანი,1963 წ), 
”მაკბეტი - (სცენები ტრაგედიიდან, დადგა დოდო ალექსიძემ, 1972 წ.)
"ოტელო" (დადგა თემურ ჩხეიძემ, 1982 წ). ოტელო –ოთარ მეღვინეთუხუცესი, იაგო – ნოდარ მგალობლიშვილი, დეზდემონა – მარინა ჯანაშია, ემილია – გურანდა გაბუნია
”ფოლსტაფი” (დადგა გოგი თოდაძემ, 1989 წ.)
"ანტონიუსი და კლეოპატრა" (დადგა ჰილარი ვუდმა, 1991 წ).
”მეფე ლირი” (დადგა დავით დოიაშვილმა, 1995 წ). მეფე ლირი - ოთარ მეღვინეთუხუცესი
”ზაფხულის ღამის სიზმარი” ( დადგა ლევან წულაძემ, 2006 წ).

 

რეჟისორ ლილი იოსელიანის სპექტაკლები:
ვ.გაბესკირია ”გაზაფხულის დილა”  (1952 წ.) მთავარ როლში ელენე ყიფშიძე
ი.გალანი ”სიყვარული გარიჟრაჟზე” (1953 წ.)  მთავარ როლებში ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი
რევაზ თაბუკაშვილი ”რაიკომის მდივანი” (1954 წ.) მთავარ როლში სერგო ზაქარიაძე
ბერნარდ შოუ ”პიგმალიონი” (1955 წ.) მთავარ როლებში სერგო ზაქარიაძე, მედეა ჯაფარიძე, აკაკი კვანტალიანი
რევაზ თაბუკაშვილი ”რას იტყვის ხალხი” (1956 წ.)
მაქსიმ გორკი ”ფსკერზე”  (1957 წ.) მთავარ როლებში თენგიზ არჩვაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ლეო ანთაძე
და სხვ.

 

რეჟისორ დიმიტრი ალექსიძის სპექტაკლები:
ფრიდრიხ შილერი ”დონ კარლოსი” (1971 წ.) მთავარ როლებში კოტე მახარაძე, იაკობ ტრიპოლსკი, ირაკლი უჩანეიშვილი, ელენე ყიფშიძე
ა.კორნეიჩუკი ”ხსოვნა გულისა” (1971 წ.) მთავარ როლებში ვასო გოძიაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე
სოფოკლე ”ანტიგონე” (1971 წ.) ანტიგონე - სოფიკო ჭიაურელი, კრეონი - ტარიელ საყვარელიძე, ისმენე - ნანი ჩიქვინიძე
ნიკოლაი გოგოლი ”ქორწინება” (1972 წ.) მთავარ როლში სოფიკო ჭიაურელი
უილიამ შექსპირი ”მაკბეტი - სცენები ტრაგედიიდან” (1972 წ.)
მიხეილ ჯავახიშვილი ”კვაჭი კვაჭანტირაძე” (1974 წ.) მთავარ როლში კოტე მახარაძე
და სხვ.

 

რეჟისორ ლევან მირცხულავას სპექტაკლები:
ა.გეწაძე ”წმინდანები ჯოჯოხეთში” (1967 წ.) 
კონსტანტინე გამსახურდია ”მთვარის მოტაცება” (1968 წ.)
ი.ვოლჩეკი ”სასამართლო ქრონიკა” (1969 წ.)
ვაჟა-ფშაველა - 2 პოემა ”ალუდა ქეთელაური” ”სტუმარ მასპინძელი” (1970 წ.)
და სხვ.

 

რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის სპექტაკლები:
კარლო გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი” ( 1952 წ.) მირანდოლინა – ვერიკო ანჯაფარიძე და რიპა ფრატა – სერგო ზაქარიაძე
მარიკა ბარათაშვილის "მარინე" ( 1958 წ.) მარინე - მედეა ჯაფარიძე
ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1960 წ.) ბებია - სესილია თაყაიშვილი, ზურიკელა - ლეო ანთაძე
ნოდარ დუმბაძის ”მე ვხედავ მზეს” (1962 წ.)
ვ.კოროსტილიოვი ”მარტოობის დღესასწაული” (ფიროსმანის ბრჭყალებში) მთავარ როლში ოთარ მეღვინეთუხუცესი
ნოდარ დუმბაძე ”საბრალდებო დასკვნა” (1976 წ.)
სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე" (1978 წ.) ოიდიპოსი - ოთარ მეღვინეთუხუცესი, იოკასტა - მედეა ჯაფარიძე
და სხვ.

 

1975 წელს მიხეილ თუმანიშვილმა მარჯანიშვილის თეატრში დადგა ფრიდრიხ დიურერმარტის ტრაგი-კომედია ”მილიარდერისვიზიტი” (მთავარ როლებში - თენგიზ არჩვაძე, სოფიკო ჭიაურელი, თამილა ლასხიშვილი)

 

რეჟისორ თემურ ჩხეიძის სპექტაკლები:
ჰენრიკ იბსენის "მოჩვენებანი”
ლეო ქიაჩელი ”ჰაკი აძბა”
უილიამ შექსპირი ”
მიხეილ ჯავახიშვილი ”ჯაყოს ხიზნები”
ჰენრიკ იბსენი  ”მოჩვენებანი”
ლეო ქიაჩელი  ”ჰაკი აძბა”
ილია ჭავჭავაძე  ”ასის წლის წინათ”
ინგა გარუჩავა და პეტრე ხოტიანოვსკი  ”აღსარება”
უილიამ შექსპირი  ”ოტელო”
დავით კლდიაშვილი  ”დარისპანის გასაჭირი”, "უბედურება"
მიხეილ ლერმონტოვი ”თავადის ასული მერი”
მიხეილ  ჯავახიშვილი  ”ჯაყოს ხიზნები”
ოტია იოსელიანი  ”ადამიანი იბადება ერთხელ”
ლ. ბერლანგა, რ. ასკონა, ე. ფლაიანო  ”გაროტა”
ალექსანდრე გელმანი  ”პირისპირ”
თამაზ გოდერძიშვილი  ”ილია ვარ”
ფრიდრიხ შილერი  ”ვერაგობა და სიყვარული”
მიხეილ ჯავახიშვილი  ”ბედი მდევარი”
ნილ საიმონი  ”მგზნებარე შეყვარებული”
დავით გაჩეჩილაძე  ”ბახტრიონი”
არტურ მილერი  ”სეილემის პროცესი”
თეოდორ დოსტოევსკი ”მარადი ქმარი”
არტურ სტრინდბერგი  ”მამა”
ა. გარნეი ”სასიყვარულო ბარათები”
იასმინა რიზა ”არტ ხელოვნება”
ჟან ანუი ”ანტიგონე”
მიხეილ ბულგაკოვი ”პილატე”
ბრაიან ფრილი ”ბრმა მხედველი” (მოლი სუინი)
ჟორდი გალსერანი “გრონჰოლმის მეთოდი”

 

რეჟისორ მედეა კუჭუხიძის სპექტაკლები:
კარელ ჩაპეკის "დედა" (1965წ.) მთავარ როლებში: ვერიკო ანჯაფარიძე და ნოდარ მგალობლიშვილი ;
ლალი როსება ”პრემიერა” ( 1979 წ.)
მონძაემონ ჩიკამაცუ "შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე'' ( 1981 წ.) მთავარ როლებში რეზო ჩხიკვიშვილი, ნანი ჩიქვინიძე, გურანდა გაბუნია, მარლენ ეგუტია
ლალი როსება ”პროვინციული ამბავი” ( 1981 წ.)
ლალი როსება ”სიყვარულის მზე” (1982 წ.)
ლალი როსება ”სახლის ანგელოზები” ( 1997 წ.) 
და სხვ.