

92-ე სეზონის აქციები!
92-ე სეზონის აქციები!
აქციები!
მაშ ასე - მარჯანიშვილის თეატრის განსაკუთრებული შეთავაზებები 92 - ე სეზონის ბოლომდე!
პოპულარობით N 1 - შესვენების დრო - 13:00 – 15:00 !
მაყურებლის მეტი კომფორტისთვის - კვლავ შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთები, მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარში არსებულ ყველა სპექტაკლზე 50 % ფასდაკლებით შემდეგი პირობით:
• სამუშაო დღეებში - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
• შესვენების დროს, მხოლოდ 2 საათის განმავლობაში - 13:00 - 15:00 საათი
• მხოლოდ თეატრის სალაროში
• თეატრის ორივე სცენაზე - დიდი სცენა, სხვენი !
შესვენების დრო მოქმედებს სეზონის გახსნიდან და ძალაში იქნება სეზონის ბოლომდე.
იმისათვის, რომ გახდეთ ამ შემოთავაზების მონაწილე საჭიროა მხოლო და მხოლოდ მობრძანდეთ თეატრის სალაროში და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი სპექტაკლის
ბილეთი.
ყურადღება!
- შეძენა შესაძლებელია არაუმეტეს 4 ბილეთისა.
- აქცია არ ვრცელდება სპექტაკლებზე:
„ჰამლეტი"
„ჟოლო"
„სამსახური ანუ ზაფხულის ღამის სიზმარი"
„მთვრალი ალუბალი"
„ცუდი ბიჭები"
"შინელი"
„ვარდის სვირინგი"
ასევე აქცია არ მოქმედებს პრემიერებზე.
ასევე პოპულარული - განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეთათვის :
ყველა საჯარო და კერძო სკოლებისათვის მარჯანიშვილის თეატრის ბილეთის ფასი არის 8 ლარი (ნაცვლად არსებული ფასებისა )
• შეთავაზება მოქმედებს თეატრის ორივე სცენაზე( დიდ სცენა - პარტერი; სხვენი ).
• ბილეთების შეძენა შესაძლებელია სკოლიდან მიმართვის საფუძველზე.
და ჯერ კიდევ არაპოპულარული (სხვა აქციებთან შედარებით) , მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი:
სტუდენტური ID ბარათის მფლობელთათვის !
სტუდენტებისათვის, მათ ვისაც სტუდენტური ID ბარათი გააჩნია, მარჯანიშვილის თეატრში - სპეციალური 50% იანი ფასდაკლება გრძელდება !
ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს , რომელიც ID ბარათს წარადგენს შესაძლებლობა ეძლევა ბილეთები სპეციალურ ფასად შეიძინოს სამივე სცენაზე
(დიდი სცენა, სხვენი)