

Isson -სოლო ორი კაცისთვის
Isson -სოლო ორი კაცისთვის
კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი წარმოგიდგენთ პერფორმანსს:
Isson -სოლო ორი კაცისთვის
კონცეფცია/ქორეოგრაფია: ტულა ლიმნაიოსი
მუსიკა: რალფ რ. ოლერტცი
ცეკვა: ლეონარდო დ’აკუინო, ალესიო სკანდალე
განათება: კლაუს დუსტი
სცენა/კოსტიუმები: ტულა ლიმნაიოსი
განათება : დომენიკ ენგემანი
ორეულის მოტივი ერთდროულად დამაბნეველიცაა და მომხიბვლელიც: მისი გამოჩენა მე-სა და დანარჩენებს შორის საზღვარს აქრობს. ორეული ფიქრობს მსგავსებასა და განსხვავებაზე, განიხილავს სუბიქტისა და მისი იდენტობის პრობლემას. თავდაპირველად სპექტაკლი ჩაფიქრებული იყო, როგორც სოლო ორი ქალისთვის, რომელსაც ლენა მაიერკორდი და ტულა ლიმნაიოსი ორ პარალელურ სამყაროში სინქრონულად ცეკვავდა, ახლა კი მას მათი ანსამბლის ორი მოცეკვავე მამაკაცი განასახიერებს.
„Isson“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ახლავე-ს; ის ეძღვნება კონტრასტებს, რეალობას და ილუზიას, შუქს და ჩრდილს, მღელვარებას და სიმშვიდეს. ორ რეალობას, რომლებსაც ერთმანეთისგან ვერ განაცალკევებ.
თარიღი: 17 მარტი
დასაწყისი: 20:00
მისამართი: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
მარჯანიშვილის ქუჩა 8
ბილეთები: https://biletebi.ge/marjanishvili-theatre/isson-solo-ori-katsistvis-isson-a-solo-for-two-men?
cie. toula limnaios
ცეკვის კომპანია „cie. toula limnaios“ დაარსდა 1996 წელს ქორეოგრაფი ტულა ლიმნაიოსის და კომპოზიტორი რალფ ოლერტცის მიერ. კომპანია 2014 წლიდან სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი პატარა, მაგრამ ეფექტური სტრუქტურის მეშვეობით, თექვსმეტი შტატიანი თანამშრომლითა და საერთაშორისო პროექტებით ეწევა შემოქმედებით საქმიანობას. დღეს თანამედროვე ცეკვის ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიად არის მიჩნეული. ის, როგორც გერმანული თანამედროვე ცეკვის წარმომადგენელი, გოეთეს ინსტიტუტისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით მთელ მსოფლიოში მოგზაურობს. „cie. toula limnaios“ მიერ დადგმული ცეკვა კრიტიკული, გაბედული, ადამიანზე ორიენტირებული და მრავალფეროვანია.
პროექტის მხარდამჭერია: თბილისის მერია, სასტუმრო რუმსი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.