და მარჯანიშვილის თეატრშის სეზონი უკვე სხვა სივრცეში გადაინაცვლებს, თეატრის შენობის გარეთ!

და მარჯანიშვილის თეატრშის სეზონი უკვე სხვა სივრცეში გადაინაცვლებს, თეატრის შენობის გარეთ!

პანდემიამ, ჩვენს პლანეტაზე ახალი დღის წესრიგი შექმნა.
მთელი რიგი სირთულეების წინაშე დააყენა ყველა და რა თქმა უნდა ჩვენც - თეატრი!
 
მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, მიუხედავად რთული გამოწვევისა, ჩვენ არ გავჩერებულვართ! რადგან თეატრი , იდეაშივე ფლობს ძალას , რომელიც ამგვარი წინააღმდეგობების დროს სწორად უნდა რეაგირებდეს.
ეძებს გამოსავალს, ბადებს ახალ იდეებს და ინარჩუნებს სიფხიზლეს!
 
პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა თეატრალური ხელოვნების შესაძლებლობებში, მის სიცოცხლისუნარიანობაში და ცოცხალი ხელოვნების უალტერნატივო აუცილებლობაში!
ამ მოკლე პერიოდში ვითამაშეთ სამი პრემიერა, მაყურებლით სავდე დარბაზებში! (რა თქმა უნდა ყველა რეგულაციისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით)
 
ლევ ტოლსტოის // კრეიცერის სონატა // რეჟისორები ლევან წულაძე, თემო კუპრავა
ფიოდორ დოსტოევსკის // დანაშაული და სასჯელი // რეჟისორები ლევან წულაძე, თემო კუპრავა
ერიკ-ემანუელ შმიტი // იდუმალი ვარიაციები // რეჟისორი თემურ ჩხეიძე
 
და მარჯანიშვილის თეატრშის სეზონი უკვე სხვა სივრცეში გადაინაცვლებს, თეატრის შენობის გარეთ!
დიდი მადლობა ყველას მეგობრობისათვის და ერთგულებისათვის !
თეატრი არასდროს ჩერდება - ახალი სპექტაკლი , ახალ სივრცეში, მზადების პროცესშია - მალე ახალ ამბებს შეგატყობინებთ!