"ტერორი“ - თანამედროვე თეატრის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დრამა მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე თამაშდება

"ტერორი“ - თანამედროვე თეატრის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დრამა მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე თამაშდება

სცენაზე სასამართლოა, დარბაზში ნაფიცი მსაჯულები, ვერდიქტი მაყურებლის ხელშია. - უჩვეულო სპექტაკლი ორი სავარაუდო ფინალით. „ტერორი“ - თანამედროვე თეატრის ერთ - ერთი ყველაზე გახმაურებული დრამაა.

ბერლინის, ლონდონის, ტოკიოსა და ნიუ-იორკის შემდეგ, წარმოდგენა მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე თამაშდება და ქართველ მაყურებელს რთული დილემის წინაშე აყენებს.

ისტორია სამხედრო პილოტის ირგვლივ ვითარდება, რომელმაც ათიათასობით ადამიანის გადასარჩენად, თვითმფრინავი ჩამოაგდო, თუმცა ბორტზე ასობით უდანაშაულო იყო.

ვინ არის მსჯავრდებული - გმირი თუ დამნაშავე?

ამ კითხვაზე პასუხს სცენაზე არავინ გასცემს. პასუხი დარბაზში უნდა დაიბადოს.

სპექტაკლის ვიზუალური მხარე დაძაბულ ატმოსფეროს კიდევ უფრო ამძაფრებს.

სასამართლო სივრცე არა მხოლოდ ადგილი - ფსიქოლოგიური ველია, სადაც ზღვარი მაყურებელსა და პერსონაჟებს შორის ყოველ წუთს იშლება.

სპექტაკლის პრემიერა მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე, 14 თებერვალს გაიმართება.

სიუჟეტი