„თამაში მაგიდასთან"

„თამაში მაგიდასთან"

 „თამაში მაგიდასთან“ ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლია დღევანდელი ქართული თეატრის რეპერტუარში. თითების თეატრის დამაარსებლის ბესო კუპრეიშვილის ყოველი დადგმა გამოირჩევა ორიგინალურობით, დახვეწილი გემოვნებით, დაუშრეტელი ფანტაზიით. ეს გახლავთ თანამედროვე, სინთეზური თეატრის სიმბიოზი. თითებით, თოჯინებით და ცოცხალი მსახიობების მიერ, კლასიკურ და თანამედროვე მუსიკაზე შექმნილ ეტიუდებს, რეჟისორი ოსტატურად კრავს ერთ მთლიანობაში. ყოველ მათგანს კი უმთავრესი - ადამიანებისადმი უდიდესი სიყვარულის გრძნობა აერთიანებს.

ერთი მსახიობი ონისე ონიანი მრავალფეროვანი გამომსახველობითი საშუალებებით: მიმიკით, პლასტიკით, თითებით, ხელებით, ფეხებით - ძალიან საყვარელ, ერთდროულად მხიარულ და სევდიან პერსონაჟთა სახეებს ქმნის. მისი შესრულება მაღალი ოსტატობით და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. გამაოგნებელი სანახაობაა ფინალური ეტიუდი - ბოლერო, რომელსაც ლუკა ზირაქაძე  ხელებით ასრულებს. სიტყვებით შეუძლებელია ამ სანახაობის გადმოცემა. ერთს ვიტყვი მხოლოდ, ამ მსახიობების შემხედვარე რწმუნდები, რომ ადამიანის შესაძლებლობები განუსაზღვრელია...

მაკა ვასაძე
თეატრის კრიტიკოსი