სპექტაკლი
ჰაჯი-მურატი
დიდი სცენა
რეჟისორი და ინსცენირების ავტორი - გიზო ჟორდანია
მხატვარი - აივენგო ჭელიძე
მუსიკალური გაფორმება ზურაბ გაგლოშვილის
რეჟისორის ასისტენტები- ნათელა შალიკაშვილი, თამუნა ფრუიძე
მონაწილეობენ:
ავტორი, შამილი, ნიკოლოზ I, კამენეევი - გივი ჩუგუაშვილი
ჰაჯი-მურატი - პაატა ინაური
მაგომა - რატი გოგუაძე
ელდარი - გიორგი შავგულიძე
ხანეფი - გაგა შიშინაშვილი
ბუტლერი - ზაზა იაქაშვილი
პალტარაცკი - თემურ კილაძე
მიხეილ ვორონცოვი - მარლენ ეგუტია
ვასილ დალგარუკი - ნოდარ დოღონაძე
ალექსანდრე ჩერნიშევი - ზაზა გოგუაძე
მარია ვორონცოვა - ლელა მებურიშვილი
პეტრე ნაზაროვი - ბექა გოდერძიშვილი
მაშა- ნინო დუმბაძე
ბაბალე - ქეთი ჩხეიძე
ბახუ-მესიდუ - თამარა სხირტლაძე
სოფიათი - ნინო გაჩეჩილაძე
ნუნე - თეონა ქოქრაშვილი
ანა ულუხანოვა - თეკო ჩუბინიძე
დედა ნადეჟდა - ქეთი გეგეშიძე
კოპერვეინი - სალომე მაისაშვილი, იაკო ჭილაია
სპეკტაკლის შესახებ:
ლევ ტოლსტოის ამ მცირე რომანის მთავარი გმირია ჰაჯი - მურატი, ერთ დროს რუსების წინააღმდეგ მამაცი მებრძოლი. შამილის ნაიბი ჰაჯი-მურატი,ღალატობს შამილს და რუსების მხარეს გადადის, თუმცა საბოლოოდ ისევ მათივე ხელით იღუპება.
გიზო ჟორდანია სპექტაკლის შესახებ:
„ჰაჯი მურატს“ რომ ვკითხულობ, ხანდახან მგონია, რომ ის, რაც ნაწარმოებშია, ჩვენსა და რუსეთს შორის არსებული დღევანდელი სიტუაციაა. ამიტომაც ეს ნაწარმოები დღესაც აქტუალურია. ლევ ტოლსტოი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო კავკასიაში საომრად რომ ჩამოვიდა. ნახა, რომ აქ არ არის რომანტიკული არეალით გაჟღენთილი სამყარო. პირიქით, ძალადობაა, სიკვდილია, ჩაგვრაა. ეს ის დროა, როცა ჰაჯი მურატმა მიატოვა შამილი და რუსების მხარეზე გადავიდა. ტოლსტოიმ მაშინ მასზე თქვა - „ფლიდი!“ მთელი ცხოვრება აწვალებდა მწერალს ჰაჯი მურატის თემა და ამ „ფლიდზე“ მოხუცებულობაში დაწერა მოთხრობა „ჰაჯი მურატი“.
იმდროინდელ რუსეთში ცენზურის დღესასწაული იყო და ამ ნაწარმოების დაბეჭდვა დიდი პრობლემა გახდა.
პრემიერა შედგა 2013 წლის 19 მაისს
ხანგრძლივობა: 150 წუთი, ერთი შესვენებით
ბილეთის ფასი:
პარტერი - 19 ლარი / 16 ლარი
აივანი - 14 ლარი / 12 ლარი / 8 ლარი