სპექტაკლი

ქალები

დიდი სცენა


ნილ საიმონის მიხედვით

რეჟისორი - ციცინო კობიაშვილი
თარგმანი და ადაპტირება - მაია ჯაფარიძის
ქორეოგრაფი - გია მარღანია
კოსტიუმების მხატვარი - ოლიკო ბერაძე
მხატვარი - ლევან წულაძე
მუსიკალური გამფორმებელი - ზურა გაგლოშვილი
რეჟისორის თანაშემწე - ლალი მიხელიძე

 

მონაწილეობენ:

ქეთუსი - ნინო ზაუტაშვილი

ჯული - ნინო დუმბაძე

გრეტა - ქეთი ჩხეიძე

დუდანა - ქეთი გეგეშიძე

მანჩო - ირმა ბერიანიძე

გურანდა - ეკა მჟავანაძე

ჯერომი - ზაზა გოგუაძე

ტომასი - თემო კილაძე

 

სპექტაკლის შესახებ:

....რაში მდგომარეობს ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო?...
სიყვარული? ოჯახი? მეგობრობა? კარიერა?  რაზე ოცნებობენ ყველაზე მეტად ქალები?და სინამდვილეში როგორ წარმოუდგენიათ მათ  სრულყოფილი ცხოვრება? შეუძლია სიყვარულს დააბრუნოს ისინი რეალურ ცხოვრებაში თუ უფრო სასიამოვნოა გაექცე ყველანაირ ყოფით პრობლემას და  ჩაიკეტო საკუთარ ფანტაზიაში. რა მოხდება თუკი საკუთარი წარმოსახვის მძევალი გახდები? თუმცა სინამდვილიდან გაქცევის საშუალებას ქალბატონებს მეზობელი მამაკაცები არ აძლევენ...

 ეს არის მსუბუქი რომანტიული ისტორია გრძნობებზე და ნამდვილ ურთიერთობებზე. 

 

ხანგრძლივობა - 130 წუთი  ერთი შესვენებით
პრემიერა შედგა 2011 წლის 28 მაისს
ბილეთის ფასი: 19,  14, 12, 8 ლარი  

ფოტო თეონა კვეზერელის