


სპექტაკლი
პატარა უფლისწული
ანტუან სენტ ეგზიუპერი
თარგმანი გიორგი ჩიმაკაძის
რეჟისორი, მხატვარი და თოჯინების ავტორი ნინო ნამიჭეიშვილი
მუსიკალური გაფორმება ზურაბ გაგლოშვილი
კომპუტერული გრაფიკა ნიკა მაჩაიძე
რეჟისორის ასისტენტი ნინო ჟორჟოლიანი
დადგმა განხორციელდა თოჯინური და დრამატული თეატრის შეწყმით და კომპიუტერული გრაფიკის ელემენტებით.
მსახიობები:
კოკო როინიშვილი
ქეთი ცხაკაია
ანა ვასაძე
მიშო სიხარულიძე
გიორგი კიკნაძე
ზურაბ გაგლოშვილი
ხმა - ბესო ბარათაშვილი
მეთოჯინეები:
ზაზა კაკაბაძე
გიორგი კიკნაძე
მალხაზ გაბუნია
ზურაბ გაგლოშვილი
ნინო ნამიჭეიშვილი სპექტაკლის შესახებ:
სპექტაკლი წარმოადგენს ფრანგი მწერლის ანტუან დე სენტ ეკზიუპერის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ნაწარმოების –“პატარა უფლისწულის” სცენურ ვერსიას, რომელშიც მოქმედება ხდება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ომი-ყველაფრის დამანგრეველი ძალა უძლურია სიყვარულის წინაშე. მხოლოდ სიყვარული იხსნის მარტოობისა და უსასოობისთვის განწირულ კაცობრიობას.
სპექტაკლის მთავარი გზავნილია წიგნის ავტორისეული ფრაზა, რის გამოც ეს ნაწარმოები ჩემთვის “პატარა სახარებად” იქცა, მარადიული საიდუმლო -“მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ შეუძლია დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი”.
სწორედ ამ ფრაზამ მაპოვნინა მთავარი გასაღები-პატარა უფლისწულს სპექტაკლში განასახიერებს დაბადებიდან მხედველობადაქვეითებული ბიჭუნა მიშო სიხარულიძე, რომელიც, მართლაც, გულით ხედავს და, მისდაუნებურად, ბევრი რამის მასწავლებელია ყოველი “სრულყოფილი” ადამიანისთვის.
პრემიერა შედგა 2016 წლის 15 ნოემბერს
ხანგრძლიობა: 130 წუთი, ორ მოქმედებად.
ბილეთის ფასი: 12 ლარი
ფოტო ბექა ჯავახიშვილის