სპექტაკლი

მარჯვენა მარცხენა მაღალ ქუსლებზე

დიდი სცენა


რეჟისორი ვოიტეკ ფარუგა
თარგმნა არტურ ზაპალოვსკიმ
სცენოგრაფია ვოიტეკ ფარუგა
ქორეოგრაფია დამიან ქვათოვსკი
ვიდეო ინსტალაცია შიმონ ცელეი
მუსიკალური ადაპტაცია ვოიტეკ ფარუგა
კოორდინატორი ვერონიკა კომოროვსკა
 

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ანა გრიგოლია
სოფო სიმონიშვილი,
გიორგი კიკნაძე,
ირაკლი ჩხიკვაძე,
თემო რეხვიაშვილი
 
ანა ვასაძე

 

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და პოლონური ცენტრი ‘’ASSITEJ“  
კო - პროდუქცია (საქართველო  - პოლონეთი)
პროექტი განხორციელდა პოლონეთის კულტურის და ნაციონალური მემკვიდრეობის სამინისტროს მხარდაჭერით

 

სპეკტაკლის შესახებ: 
სპექტაკლი "მარჯვენა მარცხენა მაღალ ქუსლებზე" ფეხსაცმლის წყვილის ხედვით ჰოლოკოსტის შესახებ ისტორიას ყვება. ისტორია ვითარდება ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკში აუშვიცში, სადაც ადამიანის კანისა და ცხიმისგან ფეხსაცმლის წყვილებს ამზადებენ. ფეხსაცმელები, შავი ელეგანტური ქუსლიანი ფეხსაცმლის წყვილი, მაგდა გებელსისთვის, ნაცისტური პარტიის პროპაგანდის რაიხსმინისტრის იოზეფ გებელსის ცოლისთვის, სპეციალურად არის დამზადებული. თუმცა როდესაც იოზეფი და მაგდა გებელსები თავს იკლავენ, მას შემდეგ რაც თავიანთ შვილებს ბერლინში ციანიდით მოწამლავენ,  ფეხსაცმელების ისტორია მათი შემდგომი მფლობელების შესახებ იწყება. დროთა განმავლობაში ფეხსაცმელები სხვადასხვა ადამიანის ხელში ვარდება. თავდაპირველად, წითელი არმიის ჯარისკაცის ხელებში; შემდეგ იმ ექიმის ცოლის ხელებში, რომელმაც ნაცისტებს თავისი ბავშვობის მეგობარი შოკოლადში გაუცვალა; ტერესა, რომელიც პოლიციის გამომძიებლად საიდუმლოდ მუშაობს; მაგდა, ანტი - კომუნისტური სოლიდარობის მოძრაობის წევრი, და ბოლოს,  კრისტიანი, ტრანსვესტიტი, რომელიც ახალგაზრდა პოლონელმა "პატრიოტებმა" 2007 წელს მოკლეს.

ფეხსაცმლის წყვილი აკვირდება თუ როგორი გავლენა მოახდინა ჰოლოკოსტის საშინელებებმა ინდივიდზე, კოლექტივთან შედარებით. ფეხსაცმელები უკიდეგანო მასშტაბის მხოლოდ მცირე მონაკვეთზე ეცნობიან კონფლიქტის მიზეზს, ამიტომაც მათთვის გაუგებარია თუ რას ემსახურება ის ძალადობა და აგრესია, რომელიც ხალხს ერთმანეთის მიმართ აქვს.

 

პრემიერა შედგა 2016 წლის 4 ოქტომბერს
ხანგრძლივობა: 55 წუთი
ბილეთის ფასი: 16 ლარი