პერსონალი

ანა ცუცქირიძე

რეჟისორი

ანა ცუცქირიძე

(რეჟისორი)

 ‘’...ზუსტად ვიცოდი სად   და რა ფაკულტეტზე მინდოდა მესწავლა, ზუსტად ვიცოდი გზა და ადგილი სად უნდა მივსულიყავი, მაგრამ არ ვიცოდი ვინ იქნებოდა ჩემი პედაგოგი. არ მიფიქრია, რომ მარჯანიშვილის თეატრი გახდებოდა ჩემთვის და ჩემი ჯგუფელებისთვის ის ადგილი, სადაც თავიდან დავიწყებდით ყველაფერს. თეატრს აქვს უდიდესი წარსული და ისტორია, რომელიც  აწმყოზე და მომავალზე ახდენს გავლენას. იმის გააზრება თუ საიდან დაიწყო და სად მივდივართ, ვინ ვართ, რა გვინდა ამ საყაროში, რა ხდება და მრავალი კითხვა, რომელიც ყოველდღიურად გვაწუხებს ადამიანებს. სწორედ  ამ ადგილას ხდება გადააზრება და ძიება. ყველაზე მეტად თავისუფალი ვარ მაშინ, როდესაც ამ საქმეს ვემსახურები. თუ ოდესმე იმედგაცრუბულს დანებება და გაქცევა მიფიქრია... ვხვდები, რომ თეატრის სიყვარული,  ჩემს შიშებს და სისუტეს აღემატება.  ის საკითხები, პრობლემები, იდეები და აზრები,  რომელიც სამყაროს ქაოტურობაში იკარგება შეუმჩვენელი რჩება.   ხელოვნება კი  ახერხებს და ადამიანებამდე მიაქვს. შეუძლებელია არ გიყვარდეს ის ადგილი, სადაც სასწაულები შენს თვალწინ ცხადად ხდება.. ‘’

 

განათლება
2010 სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტი- თეოლოგიის ფაკულტეტი.

2012 წელს ჩააბაარა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ უნივერსიტეტში დრამის რეჟისურის ფაკულტატზე  - პროფ. ლევან წულაძესთნ

საკურსო დადგემები:

ჰერმან ჰესეს მიხედვით ‘’ტრამალის მგელი’’
ფილიპ ლელუში ‘’ ვთამაშობთ სიმართლეს’’ 2013

განხორციელებული სპექტაკლები:

‘’ბაკულას ღორები’’  (ავტორი და რეჟისორი, ლევან წულაძესთან ერთად) 2017 წელი
‘’ნავიგატორ’’ ლაშა ბუღაძე (ლევან წულაძესთან ერთად) 2017
‘’ფედრა’’ ჟან ბატისტ რასინის მიხედვით (გოგოლფესტ, საერთაშორისო ფესტივალი 2018 თეატრისა, თანამედროვე და ვიზუალური ხელოვნების ფარგლებში )
‘’წმინდა ურჩხულები’’ ჟან კოკტოს მიხედვით ( თანარეჟისორი ლევან წულაძესთან ერთად) 2018 
HOMOERECTUS   - (ჯ. ქარჩხაძის "იგის" მიხედვით) - ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრი  - 2021 წელი .

 

შესრულებული როლები :

ლევან წულაძე (ახალი სცენა, სარდაფი) "ოთხი ნოველა" (ფისუნია) - მწერალი ქალი