პერსონალი
ნიკა მაჩაიძე
რეჟისორი, კომპოზიტორი და ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი
რეჟისორი, კომპოზიტორი და ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი
ნიკა მაჩაიძის (Nikakoi; Erast) მუსიკა კლასიფიცირდება როგორც Drum & Bass და indietronic. მაგრამ მისი ნებისმიერი ტრეკი ამტკიცებს, რომ მისი მუსიკა ბევრად მრავალფეროვანი, მდიდარი და ემოციურია. თუმცა მისი კავშირი ხელოვნებასთან მხოლოდ მუსიკით არ შემოისაზღვრება, 90-იანების დასაწყისში იგი სწვალობდა თბილისის კონოსა და თეატრის უნივერსიტეტში მულტიპლიკაციური რეჟისურის ფაკულტეტზე და ასევე მხატვრული კინოს რეჟისურის ფაკულტეტზე. საინტერესო ისტორია აქვს მის ფსევდონიმებსაც, მისი ცნობილი ფსევდონიმი, ნიკაკოი, დაიბადა მაშინ, როდესაც მეილზე დარეგისტრირებისაც პროგრამამ სავარუდო Username-მად ნიკაკოი შეახვედრა, რომელიც საბოლოოდ მისი შემოქმედების სამარკო სახელადაც იქცა. ერასტი კი ბორის აკუნინის სიყვარულის გამო შეირქვა. ნიკა მაჩაიძის მუსიკალური განათლება მხოლოდ მუსიკალურ შვიდწლედს მოიცავს, თუმცა 90-იანების ბოლოს იგი უკვე შემდგარი მუსიკოსი იყო: ჯერ კიდევ 1999 წელს დიმა დადიანთან ერთად მუშაობდა პროექტზე “Sweet evening of electronic music”. იმავე წელს მონაწილეობა მიიღო ელექტრონული მუსიკის კვირეულში, პარიზში, ჰქონდა ლაივი კლუბ კლუბი L’enfer-ში და ასევ დაუკრა სოფიაშიც. 2001 წლიდან კი მისი კარიერა დაუკავშირდა WMF Records-ს, სადაც ჩაწერა თავისი პირველი ალბომი, Sestrichka. იმავე წელს, იგივე ლეიბლზე გამოვიდა მისი EP სახელწოდებით City Light. WMF Records-თან მისი თანამშრომლობა ამით არ დამთავრებულა, 2003 წელს გამოვიდა კიდევ ერთი ალბომმი, სახელწოდებით Shentimental. ამ პერიოდისთვის ნიკა მაჩაიძეს ლაივები აქვს შესრულებული დიუსელდორფში, ბერლინში, პარიზში (კლუბი Batofar), ფრანკფურტში (თეატრ Musson-Turm-ში).
პარალელურად იგი მუსიკას ქმნის თეატრისთვის, ჯერ კიდევ ახალ ფეხადგმულ სამეფო უბნის თეატრში, Botho Straus-ის მიხედვით დადგმულ პიესისთვის “Der Park “, იგი აკეთებს მუსიკალურ გაფორმებას. იგივ ასევე აკეთებს მაკა ასათიანის, ნინო ჩუბინიშვილის და ზალიკო ბერგერის მოდელების ჩვენებების მუსიკალურ გაფორმებას. ამავე პერიოდში იწყება ფილმებისთვის საუნდტრეკების წერა, სალომე მაჩაიძის სამ ფილმს აქვს მისი მუსიკა (ექსპერიმენტული ფილმები: Boards of Monte-Carlo”, “Boards of Monte-Carlo 2″ და “Soldiers cry”), ასევე ნიაკ მაჩაიძემ დაწერა მუსიკა თამუნა ქარუმიძის დოკუმენტური ფილმისთვის “ზაჰესი 708″, კოკა რამიშვილის ვიდეოსთვის “მირზაანი”, ლეიტონის მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის “Fucked” და ასევე საუნდტრეკი ზაზა რუსაძის დოკუმენტური ფილმისთვის “ბანდიტები”. 2002 წელს იგი წერს ტრეკს სახელწოდებით Mtavary, რომელიც მოხვდა რამდენიმე კომპილაციაზე: Further Electronics, A punkt Music და ყველაზე მთავარი: SONAR Official Compilation. ჩამოთვლილ კომპილაციებში მისი ტრეკი მოხვდა ისეთი არტისტების ტრეკბის გვერდით როგორებიც არიან: Jacek Sienkiewicz, Dntel, Apparat, Ellen Allien, Dj Hell, Jeff Mills, Carl Cox… სხვადასხვა VA მოხვდა მისი შემდეგი ტრეკები: “limb” (კომპილაციაზე PlasticFantastic, ტოკიო.) და “Q4″ (კომპილაციაზე Advanced Public Listening, Laboratoryinstinct, ბერლინი-ტოკიო.). 2004 წელს ნიკა მაჩაიძე თანამშრომლობას იწყებს ლეობლთან Laboratory Instinct, სადაც გამოდის მისი შემდეგი CD სახელწოდებით Goodair+Minimissing” (იმავე წელს გამოშვებული ორი LP-ის გაერთიანება). ერთი წლის შემდეგ ” ტომას ბრიკმანთან და მარკუს შმიკლერთან ერთად იგი იწყებს მუშაობას LP-ზე “Rock with me” (Label: Max Ernst). იმავე წელს იწყება მომდევნო Cd-ის ჩაწერა, „Cyberpunk”. Cyberpunk-ის მერე, სამწლიანი შესვენების შემდგომ Laboratory Instinct-ზე გამოდის ორმაგი ალბომი „Requiem for deranged robot“, ერთი წლის შემდეგ კი იმაცე ლეიბლზე გამოდის კომპილაცია „Selected” . 2012 წელს კი Coppe-სთან ერთად ნიკაკოი უშვებს მორიგ და რეიშტვის ბოლო CD-ს “Rays”(Mango & Sweet Rice). მიუხედავად საკმაოდ ნაყოფიერი და შრომატევადი პერიოდისა, მას არ შეუწყვეტია მისი პირველი პროფესიით მუშაობა. 1996 დან 2005 წლამდე ნიკა მაჩაიძემ გადაიღო რამდენიმე მიკროფილმი (“Fly alone”; “Bird Shit” გიო სუმბაძესთან ერთად; “Karadeniz”, “Rabbits” და “We all are the crows” თამუნა ქარუმიძესთან ერთად) და მუსიკალური ვიდეო (Nikakoi – Tuuta2; Nikakoi – Kingdom; გოგი ძოძუაშვილი – მე გამოვალ ხაზზე; Erast – Poema). მოგვიანებით ნიკაკოი აკეთებს ვიდეოს ტუსია ბერიძის კომპოზიციისთვის “What about things like bullets”. ასევე მისი დაწერილია მუსიკა არჩილ ქავთარაძის ფილმისთვის “კომა”. ნიკა მაჩაიძის შემოქმედების საკმაოდ ღარიბად დახასიათება იქნება თუ მას მოვაქცევთ Drum & Bass და indietronic ჩარჩოში. მისი შემოქმედების ნებისმიერ თაყვანისმცემელს შეუძლია ადვილად ამოიცნოს Aphex Twin-ის გავლენა, ეს არტისტი საკმაოდ დიდ გავლენას ახდენდა ამ პერიოდის ბევრ მუსიკოსზე როგორც მთელს მსოფლიოში ასევე საქართველოში. თუმცა კარგი არტისტის დამახასიათებელი ნიშანი სწორედ ისაა, რომ გავლენები მხოლოდ ბიძგია და არა მთლიანი ხაზი შემოქმედებაში, რასაც ადასტურებს ნიკა მაჩაიძის შემოქმედება. ეს არტისტი, ისევე როგორც 90-იანებში უკვე მოქმედი არტისტების სრული უმრავლესობა დაბადებულია საბჭოთა კავშირში, რაც მთლიანობაში დიდი გავლენა აღმოჩნდა ყველა იმ შემოქმედისთვის, რომელმაც მოღვაწეობა ამ პერიოდში დაეწყო. სწორედ ამიტომ ნიკაკოის შემოქმედებაში მოიპოვება რუსულენოვანი სიმღერები, მაგალითად Dumai-Dumai, Sentimental… სხვათაშორის Sentimental ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიციაა მის შემოქმედებაში, მელოდიური, სენტიმენტალური და ცოტათი ნოსტალგიური ატმოსფერო მთლიან მუსიკას გასდევს თან.. ვოკალი კი სრულ ჰარმონიაშია მელოდიასთან, კომპოზიციის მეორე ნაწილში კი ნიკაკოის ვოკალს ფონად გაჰყვება ტუსია ბერიძის საფირმო ემოციური ჩურჩული.. ტუსია ბერიძე (რომელიც ამავე დროს ნიკას მეუღლეცაა) ხშირად გვევლინება, როგორც ვოკალისტი ნიკას კომპოზიციებში.. ნიკას შვილი, მაქს მაჩაიძე ასევე მუსიკოსია და როგორც ნიკამ განცხადა ისინი ერთობლივ ალბომზეც მუშაობენ.. ნიკაკოის შემოქმედების ადრეული წარმატებული ტრეკი „Mtavary” წარმოადგენს საინტერესო ნიმუშს, IDM და Experimental-ის ნაზავს, რომელიც კარიერის საწყისი წლების ყველაზე წარმატებულ ტრეკად უნდა ჩაითვალოს.. გარდა რუსული და ქართულისა, მის შემოქმედებაში უხვადაა ინგლისური ტექსტები, მაგალითად silent swim, walking (w/ ტუსია ბერიძე)…. მისი შემოქმედებიდან ასევე გამოვარჩევდი ინსტუმენტალუტ ტრეკს „Game” და რა თქმა უნდა Uusmine.. ეს უკანასკნელი არის საოცარი დრაივის და ენერგიის მატარებელი კომპოზიცია, სადაც წყნარი და მელოდიური პადების 25 წამის შემდეგ გველოდება შემდეგი შესავალი „აი ეხლა უსმინეეე“.. მის შემდეგ კი.. მოკლედ ყველაფერი ერთადაა რის გამოც ღირდა მთელი მისი შემოქმედება.. და დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას მხოლოდ ტრეკის ქრონომეტრაჟი ტოვებს.. სხვა მხრივ UUsmine არის უბრალოდ ძალიან კარგი ნამუშევარი..
ნიკა მაჩაიძის მუსიკა გამოყენებულია მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებში:
გურამ ქართველიშვილი “ქაქუცა ჩოლოყაშვილი” რეჟისორი ლევან წულაძე;
ანტონ ჩეხოვი “თოლია” რეჟისორი მიხეილ კოზაკოვი;
ანა კოზაკოვა (მიხეილ სებასტიანის მიხედვით) „უსახელო ვარსკვლავი" რეჟისწორი ლევან წულაძე
ლაშა ბუღაძე „ნავიგატორი" რეჟისორი ლევან წულაძე
უილიამ შექსპირი „ჰამლეტი" რეჟისორი ლევან წულაძე