პერსონალი

თემურ ჩხეიძე

რეჟისორი

 


ნახევარი საუკუნე თეატრში!
ასამდე დრამატული,  საოპერო  და სატელევიზიო დადგმის ავტორი!

...მინიმუმის მეშვეობით ყოველთვის  მაქსიმუმს აღწევს. მხატვარი რომ გამოსულიყო აუცილებლად პორტერტისტი იქნებოდა, რადგან ყოველთვის ადამიანის ბუნების ანატომიის გამოხატვას ცდილობს. აინტერესებს ყველა ის პროცესი და მდგომარეობა,  რომელიც ადამიანის სულში მიმდინარეობ,  თვლის რომ თეატრში ყველაფერი ფსიქოლოგიურად გამართლებული უნდა იყოს, ყველაფერი ცხოვრების მიხედვით უნდა დალაგდეს. თუნდაც ისეთი მოულოდნელი რაღაცეები როგორიც ცხოვრებაში ხდება.

...იყო ზუგდიდის თეატრში მოღვაწეობის ეტაპი, იყო ქართული მოზარდმყურებელთა თეატრი, რუსთაველის თეატრი, სატელევიზიო თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი და...მერე უკვე მსოფლიო აღიარება,  დიდი დრამატული თეატრი პეტერბურგში, დიდი და სამხატვრო თეატრები მოსკოვში, ლასკალას თეატრი, მეტროპოლიტენ ოპერა, პარიზისა და ბორდოს საოპერო თეატრები...
როგორც იზრდებოდა მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია, პროპორციულად იზრდებოდა მისი აღიარების ხარისხი. დღეს ქართული თეატრის ოქროს ფონდშია მის მიერ დადგმული სპექტაკლები. ”გუშინდელნი”, ”სამანიშვილის დედინაცვალი”, ”ჯაყოს ხიზნები”, ”ხაკი აძბა”, ”თეთრი კურდღელი”... და მრავალი სხვ.

1965 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (დიმიტრი ალექსიძის და მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო)

განხორციელებული დადგმები:

მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი:
ერიკ-ემანუელ შმიტი ”იდუმალი ვარიაციები”
ჟორდი გალსერანი “გრონჰოლმის მეთოდი”
ბრაიან ფრილი ”ბრმა მხედველი” (მოლი სუინი)
ა. გარნეი ”სასიყვარულო ბარათები”
იასმინა რიზა ”არტ ხელოვნება”
ჰენრიკ იბსენი  ”მოჩვენებანი”
ლეო ქიაჩელი  ”ჰაკი აძბა”
ილია ჭავჭავაძე  ”ასის წლის წინათ”
ინგა გარუჩავა და პეტრე ხოტიანოვსკი  ”აღსარება”
უილიამ შექსპირი  ”ოტელო”
დავით კლდიაშვილი  ”დარისპანის გასაჭირი”, "უბედურება"
მიხეილ ლერმონტოვი ”თავადის ასული მერი”
მიხეილ  ჯავახიშვილი  ”ჯაყოს ხიზნები”
ოტია იოსელიანი  ”ადამიანი იბადება ერთხელ”
ლ. ბერლანგა, რ. ასკონა, ე. ფლაიანო  ”გაროტა”
ალექსანდრე გელმანი  ”პირისპირ”
თამაზ გოდერძიშვილი  ”ილია ვარ”
ფრიდრიხ შილერი  ”ვერაგობა და სიყვარული”
მიხეილ ჯავახიშვილი  ”ბედი მდევარი”
ნილ საიმონი  ”მგზნებარე შეყვარებული” 
დავით გაჩეჩილაძე  ”ბახტრიონი”
არტურ მილერი  ”სეილემის პროცესი”
თეოდორ დოსტოევსკი ”მარადი ქმარი”
არტურ სტრინდბერგი  ”მამა”
ჟან ანუი ”ანტიგონე”
მიხეილ ბულგაკოვი ”პილატე”

თეატრალური ინსტიტუტი:
ლევ ტოლსტოი "მეუფება წყვდიადისა "
ალექსანდრე ვამპილოვი "დამშვიდობება ივნისში"
ი.გრუშასი "ჯაზი, სიყვარული და ეშმაკი"

შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრი:
ჯემალ მონიავა ”კორპუსი V, ოთახი #55”
ვ. დარასელი ”კიკვიძე” 
ი. ოტჩენაშეკი ”რომეო, ჯულიეტა და წყვდიადი”
ა. ვოლოდინი ”ხუთი საღამო”

ქალაქ თბილისის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო დრამატული თეატრი:
დავით კლდიაშვილი  ”დარისპანის გასაჭირი", "უბედურება"
ა. ვოლოდინი ”უფროსი და”
ფ. დიუმანუა, ა.ფ. დენერი ”დონ სეზარ დე ბაზანი”
ვ. დარასელი ”მე-16 დივიზია”

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი:
დავით კლდიაშვილი ”სამანიშვილის დედინაცვალი” (რობერტ სტურუასთან ერთად)
შალვა დადიანი ”გუშინდელნი”
ანტონ ჩეხოვი "თოლია"
თამაზ ჭილაძე "მოულოდნელი სტუმარი"
ფედერიკო გარსია ლორკა ”ბერნარდა ალბას სახლი”
მიხეილ ჯავახიშვილი ”ქალის ტვირთი”
სოფოკლე "ოიდიპოს მეფე"
ილია ჭავჭავაძე "ჩემო კალამო"
ი. დვორეცკი ”უცხო კაცი”
ვ. როზოვი ”სიტუაცია"
იუჯინ  ო' ნილი ”სიყვარული თელებ ქვეშ"
ლევ ტოლსტოი "მეუფება წყვდიადისა "

 

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრი:
გურამ ოდიშარია ”ზღვა, რომელიც შორია”

გენუის საოპერო თეატრი:
ჯუზეპე ვერდი ”დონ კარლოსი”

ვენეციის საოპერო თეატრი:
ჯაკომო პუჩინი ”და ანჟელიკა”
სერგეი რახმანინოვი ”ძუნწი რაინდი”

ბორდოს საოპერო თეატრი
ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვი ”მეფის საცოლე”

მილანი ”ლა სკალა”
სერგეი პროკოფიევი ”მოთამაშე”

ნიუ იორკი ”მეტროპოლიტენ ოპერა”
სერგეი პროკოფიევი ”მოთამაშე”

მოსკოვის სამხატვრო თეატრი
მიხეილ ჯავახიშვილი ”ჯაყოს ხიზნები”
ჟან ანუი  ”ანტიგონე”

პეტერბურგის ტოვსტონოგოვის სახელობის დიდი დრამატული თეატრი:
ფრიდრიხ შილერი  ”ვერაგობა და სიყვარული”
არტურ მილერი  ”სეილემის პროცესი”
ედუარდო დე ფილიპო ”აჩრდილები”
იუჯინ ო' ნილი  ”სიყვარული თელებქვეშ”
უილიამ შექსპირი  ”მაკბეტი”
ალექსანდრე პუშკინი ”ბორის გოდუნოვი”
მიხეილ ლერმონტოვი  ”მასკარადი”
მაიკლ ფრეინი ”კოპენჰაგენი”
ფრიდრიხ შილერი ”მარიამ სტიუარტი”
თეოდორე დოსტოევსკი ”ბიძიას სიზმარი”
ფედერიკო გარსია ლორკა ”ბერნარდ ალბას სახლი”

მოსკოვის დიდი თეატრი
დიმიტრი შოსტაკოვიჩი ”ლედი მაკბეტი”

პეტერბურგის მარინის თეატრი:
სერგეი პროკოფიევი ”მოთამაშე”
რიხარდ ვაგნერი  ”მფრინავი ჰოლანდიელი”
ჯუზეპე ვერდი  ”დონ კარლოსი”
ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი ”მოცარტი და სალიერი”
სერგეი რახმანინოვი ”ძუნწი რაინდი”

ტელე-დადგმები:
მიხეილ ჯავახიშვილი  ”ჯაყოს ხიზნები”
ნოდარ დუმბაძე  ”მარადისობის კანონი”
ნოდარ დუმბაძე  ”კუკარაჩა”
მიხეილ ჯავახიშვილი  ”თეთრი კურდღელი”
მიხეილ ბულგაკოვი ”მოლიერი”
ინგა გარუჩავა, პეტრე ხოტიანოვსკი "აღსარება"

წოდებები და პრემიები:
საქართველოს  სახალხო არტისტი
რუსეთის სახალხო არტისტი
კოტე მარჯანიშვილის  სახელობის პრემიის ლაურეატი
შოთა რუსთაველის  სახელობის  პრემიის ლაურეატი
მიხეილ თუმანიშვილის  სახელობის პრემიის ლაურეატი
თეატრალური პრემიის ”ოქროს ნიღაბი” ორგზის მფლობელი
გოგი გეგეჭკორის სახელობის პრემიის ”ქართული ხელოვნების რაინდი” ლაურეატი
რუსეთის თეატრალური პრემიის ”ოქროს ნიღაბი” ლაურეატი
პეტერბურგის თეატრალური პრემიის"ოქროს სოფიტის" და ”ოქროს გრან - პრის” მფლობელი